Thursday, May 22, 2025

უფალი შენთან! ავტ. ელგუჯა ციგროშვილი

 ,, უფალი შენთან !

1 . დღეს სუნი მეცა
გაზაფხულის ,
სიცოცხლის სუნი ,
დანისლულ თვალებს ,
სიხარულის
ცრემლი დასდინდა ...
ვთქვი : ცისქვეშეთში ,
ღვთის ნაბოძვარს
არ დასდო წუნი
და ის შეირგე ,
რაც გერგუნა ,
მეტი არ გინდა .
2 . ხვალე მეტს მოგცემს ,
თუ ჩაგთვალა
ღირსად ამისა ,
კეისარს მისი ,
შენ კი შენის
ღირსი გახდები ...
არსად დაკარგო
ღირსება და
წონა თავისა ,
ნურც საკუთარ თავს ,
ნურასდროს ნუ
გადაახტები !
3 . იგრძნობ , ~ შენი
მზე გაგინათებს
უფსკრულებს სულის ,
ნახავ ,~ შენს ვარდზე
ბულბული რომ
შემოფრინდება ...
,, უფალი შენთან ! "
მოიმედევ ამ
გაზაფხულის ,
ხვალინდელი დღე ,~
ცისკარივით
ამობრწყინდება !
ელგუჯა ციგროშვილი .
ქ . თესალონიკი .
6 . 02 . 2025 წელი .

No comments:

Post a Comment