Tuesday, July 8, 2025

მაიას რჩევებიდან

 მაიას რჩევებიდან:

1. პატივი ეცით მეუღლეს, არასოდეს დაამციროთ შვილების და უცხოების თვალწინ. შვილები ისევე მოგექცევიან თქვენ, როგორც მეუღლეს ექცეოდით.
2. გაუშვით თქვენი ცხოვრებიდან ადამიანები, რომლებიც არ გაფასებენ. თქვენ არ ხართ ნივთი, რომელიც შემოდებულია თაროზე ან სადმე სკივრშია შენახული და როცა სჭირდებით, მაშინ უნდა გაახსენდეთ.
3. ყველა წაკითხული წიგნი მოგონებების სკივრია, ხელახალი წაკითხვით მრავალ სიამოვნებას დაიბრუნებთ, ადრე განცდილს.
4. დიდი სიყვარულისგან გული შეიძლება გასკდეს, როგორც ფაიფურის ჭურჭელი, მისი ნამსხვრევები სხვათა გულებშიც შეაღწევს. დიდი სიყვარული უკვალოდ არ ქრება, რჩება ლექსებში, სიმღერებში, ლეგენდებში, მუსიკაში.
5. მიეცით ადამიანებს უფლება დაგტოვონ, წამსვლელი მაინც წავა, დამრჩენი მაინც დარჩება, წიხლითაც რომ გააგდოთ.
6. თუ ადამიანს ხშირად ავიწყდებით, ან დემენცია აქვს, ან არ უყვარხართ.
7. სიყვარული სისუსტეცაა და სიძლიერეც ერთსა და იმავე დროს.
მაია დიაკონიძე
5.07.2025 წელი

სატრფიალო, მინიმა

 კოცნის გრიგალი გიგზავნე,

შენ კი ხელები მაჭმიე,

მე გიგროვებდი ცის ნამებს,

შენ ღიმილს გადამაჩვიე.

ამას გთხოვ, ღმერთი იწამე, -

ზეცის კარიბჭეს მაწვიე,


.


მინიმა

სიყვარულია სულთფორიაქი,

ჩაიღიმილა ბებერმა მუხამ,

ნუშ-ატმები რომ შემომიცინებენ,

მაშინვე გავშლი წელსაც და მუხლსაც.



მარი აბრამიშვილს!


ზიდე სამშობლოს  ტვირთი შენ მძიმე,

არ მოგიხრია არასდროს ქედი,

თვალმარგალიტად აკინძულ მძივად

შემომანათე დღეს შენი ლექსით.


ქალის უნაზეს ფრთებით და მკერდით,

ლაღი სიმღერით ლახვრავდი მსახვრალს,

შენი შემწე ხომ იყო თვით ღმერთი,

დღეს მაღლა ციდან გვაფარებ კალთას.

მაია დიაკონიძე

8.07.2025 წელი



სიყვარულია სულთფორიაქი, მინიმა

 - სიყვარულია სულთფორიაქი, -

ჩაიღიმილა ბებერმა მუხამ,
- ნუშ-ატმები რომ შემომცინებენ,
მაშინვე გავშლი წელსაც და მუხლსაც.
მაია დიაკონიძე
7.07.2025 წელი

Monday, July 7, 2025

რას მიქვია?! (სატრფიალო)

რას მიქვია


რას მიქვია, არ გიყვარვარ,

ან ეგ როგორ გაიფიქრე,

თუ გრძნობებმა კვლავ იალა,

მზესავით რომ არ ჩაგიქრე.

მოდი თერგთან, კლდის პირს გელი,

შემომხედო იქნებ კიდევ,

ლამაზი ვარ როგორც გველი,

ვერა კაცი ხელს ვერ მკიდებს.

მხოლოდ შენ ერთს გელოდები,

დროს არაფრად არ დაგიდევ,

გადამყარე გულს ლოდები,

მწუხარება ამარიდე.

მაია დიაკონიძე

13.05.2025 წელი





მაღლა დავფრენდი ცაში! (სატრფიალო)

მაღლა დავფრენდი ცაში!


ყვავილღრუბლებზე ვეკიდე,

მაღლა დავფრენდი ცაში,

ცელქი მუზების შეგირდებს,

გვწყურია დაფნა, ტაში,

სულ იმ ერთ სიტყვას დავეძებთ,

ზევით მზესთან რომ  გვიხმობს,

ათას გრძედსა და განედზე

დავეძებ იმ ჩემ ღვთისოს!.

მაია დიაკონიძე

4.06.2025 წელი