Saturday, January 18, 2025

 ცეცხლი ეკიდება ზეცას,

ალი დასდებია ვენახს,

მოჭიკჭიკე ლამაზ მერცხალს

ნეტავ რატომ ვეღარ ვხედავ?!


გაფრენილა სხვა მხარეში,

იქ უნდა გადაიზამთროს,

ცივ ქარების ეს თარეში

კი ბეღურამ აიტანოს.




წვიმა სოფლად

წვიმა სოფლად

ცამ დაიბერა ცურები,
როგორც ბებერმა ფურმა,
გასწორდნენ სატაცურები,
ამოისუნთქა ხურმამ.

მგონი ეშველათ ბოჩოლებს,
ეშველა მწყურვალ მიწას,
კომშებს, ვაშლებს და თეთრ ბჟოლებს,
დედამ საკვები მისცა..
მაია დიაკონიძე
18.01.2025 წელი

არავინ ვიყავი!

არავინ ვიყავი, არავინ არა ვარ, 

ვიქცევი ისევე არად,

მიწა ვარ აყალო, ტალახი, ალიზი,

ვქცეულვარ შენს ტანად, ფარად.

ეგ სული ღვთიური, არამქვეყნიური,

იყოფა სამებად, სამად,

მიწა ვარ აყალო, ტალახი, ალიზი,

ვქცეულვარ შენს ტანად, ფარად!




Thursday, January 16, 2025

 ძვირფას ლეილა ჟორჟოლიანს!


დიდი ხანია, არ გიცნობ,

ცოტა დავყავით ერთად,

თბილი გული გაქვს, ლამაზო,

ვაფასებ ამას მეტად,

კეთილგულა და ალალი,

კაცი მიცვნია ღმერთად.

უჩემოდ ნუ წახვალ!


უჩემოდ ნუ წახვალ!
უჩემოდ ნუ წახვალ, ნუ წახვალ უჩემოდ,
ქარს მოაქვს ფიფქები ციდან,
ვით მოვა ამ ტყეში ზამთარი უჩვენოდ,
იმასაც ხომ უნდა ბინა.
სახლში მოვიწვიოთ, ბუხარი დავუნთოთ,
სუფრა გავუშალოთ მოხუცს,
თუ ცოტა შეგვცივდა, მერე და რა ვუყოთ,
ვუსმინოთ თეთრწვერა ოხუნჯს.
ვიცეკვოთ, ვიმღეროთ, ნაძვის ხე მოვაწყოთ,
ისე შევეგებოთ სისხამს,
ზამთარმა, სულ მალე ყინვები მოვაო,
მანამ ცა ვარსკვლავ-ფიფქს ისხამს.
მაია დიაკონიძე
15.01.2025 წელი

Tuesday, January 14, 2025

ვერ ენდობი (დარიგება)

 ვერ ენდობი...

(დარიგება)
ვერ ენდობი ქვეყნად ვერვის,
შენს გულს და სულს ვერვის ანდობ,
აგერ ხედავ, რომ გიღიმის,
აგერ ხედავ, გულითადობს,
გვერდზე გახვალ, აეშლება
ლაპარაკის საღერღელი,
თემა, ვიცი, არ მეშლება,
შენ იქნები, უეჭველი.
შენს უნაზეს ფიქრებს, ვნებებს,
ამქვეყანად ნურვის ანდობ,
რომ არ მისცე თავი ენებს,
,,ძლევაი" ჰქმნა უნდა მარტომ.
მხოლოდ უფალს ანდე თავი,
მხოლოდ უფალს ესაუბრე
და ასცდები ასი თავით
შეცდომებსაც უნებურებს.
მაია დიაკონიძე
12.01.2025 წელი

ცრიდა თეთრად

„ხოლო ყვირილას, რიონის შესართავს ზეით, მოერთვის წყალწითელა ჩრდილოდამ, რომელმან მოიგო სახელი წითლის მიწისაგან, რამეთუ მას ზედა დინებითა წითლდების. ეს გამოსდის გაჭრილის მთას და მოდის ჩრდილოდამ სამხრით“
(ვახუშტი ბატონიშვილი)
ცრიდა
ცრიდა თეთრად თოვლის ფანტელს,
მეც სხვა მეტი რაღა მსურდა,
ყინულების მბრჭყვინავ სარკეს
ვუბრუნებდი მზისფერ გუნდას.
იბმებოდა თოვლის ხიდი
წყალწითელას მარჯვნივ, მარცხნივ,
წნორზე თამაშობდა ჩიტი,
ყრმობის მოგონების ასლი.
ცრიდა თეთრად თოვლის ფანტელს,
მეც სხვა მეტი რაღა მსურდა,
ყინულების მბრჭყვინავ სარკეს
ვუბრუნებდი მზისფერ გუნდას.
მაია დიაკონიძე
13. 01.2025 წელი