Saturday, August 31, 2024
სამშობლოვ, შენი კვნესა მე! (პატრიოტული)
სამშობლოვ, შენი კვნესა მე!
თავზე დაგნათის მზის შუქი,
ბულბული სტვენს შენს ენაზე,
დავლანდე ბიჭი ჩაუქი,
სამშობლოვ, შენი კვნესა მე!
უკვდავების წყალს შეასმევ,
შენ წინ დადგება ცერაზე,
შენს გულისფიქრებს შეასევ,
სამშობლოვ, შენი კვნესა მე!
მაია დიაკონიძე
23.08.2024 წელი
მინიმა
ვიღაც მაბიჯებს ვენაზე,
სისხლის დამირჩა კვალი,
სულისმტანჯველი ეძახე,
ისევ მან მომცა წყალი.
მაია დიაკონიძე
ბოლავს! მინიმა
ბოლავს ისევ ზესტაფონი,
დედამიწის სფეროც,
ბოლავს ჩვენი საქართველოც,
ვით პატარა ფერო.
მაია დიაკონიძე
მთაო, მთას გადამიძახე! (პატრიოტული)
მთაო!
მთაო, მთას გადამიძახე,
ერთად გადმოდით სტუმრად,
როდემდე ვიყოთ, აბაიმე,
გულზე მჯიღები დავიცეთ,
რომ შევაშინოთ მტერი,
გულს რომ გვიყვავის პირიმზე,
არ მოუღერონ ცელი.
მთაო, მთას გადამიძახე,
მომნატრებია ლხინი,
შემოგვიერთდნენ იქნება
მთები გადაღმა ლიხის.
იქნებ ფერხული ვიცეკვოთ,
ხელი ჩავჭიდოთ ხელებს,
,,გულები გულებს მივცეთო"
მთის წყარო დაგვიმღერებს.
იქნება ახლა შევიკრათ
ჩვენ ერთგულების ფიცით,
ჩვენს ნუ წაგვართმევს ნურავინ
და არც ჩვენ გვინდა სხვისი.
მაია დიაკონიძე
23.08.2024 წელი
სახუმარო (მუზა)
სახუმარო
მგონი აქეთ გადმოსახლდნენ,
მთას ეძებენ სავანედ,
ამოდენა პოეტებთან
შორს არ იყვნენ სავალზე.
ვინ პეგასი შეიკაზმა,
ვინ - ფაფარა რაშები,
პოეზიის მწვერვალებზე
კი აიღეს საშვები.
ახლა კიდევ დანარჩენი
ვფუჩუნობთ და ვფაჩუნობთ,
იქნებ მუზამ რომელიმეს
კარგი ლექსი გვაჩუქოს.
მაია დიაკონიძე
24.08.2024 წელი
Subscribe to:
Posts (Atom)