ვითომ სახუმარო?!
Friday, March 15, 2024
მოდიოდა გაზაფხული!
მოდიოდა გაზაფხული
მოდიოდა გაზაფხული,
ცა მოჰქონდა ამპარტავანს,
ჟრიამულით არნახულით
აღლუმისთვის ყვავილს რთავდა.
შევცქეროდი გაოცებით
ალუბალს, ვარდისფერ ატამს,
შევეხიზნე ცას ოცნებით,
ჩემს გულისფიქრს ისა ჰგავდა.
დღე მშვიდობის, ვუთხარ ყველას,
ვინც იმ გზაზე გაიარა,
სალმით, ასე იყო ძველად,
კაცს ურჩენდნენ წყლულ-იარას.
მოდიოდა გაზაფხული,
ცა მოჰქონდა ამპარტავანს,
ჟრიამულით არნახულით
აღლუმისთვის ყვავილს რთავდა.
მაია დიაკონიძე
15.03.2024 წელი
ბებოს ფოლაქი
თვალს ამიცრემლებს და მერე მიშრობს,
ნავსადგურზე ჰქრის ქარი ხორშაკი,
სეირნობისას არ ამწყდეს, ვშიშობ,
დაკერებული ბებოს ფოლაქი.
სამახსოვროდ ის შემომრჩა მხოლოდ,
და ჯადოსნობა იმისი სიტყვის,
,,გულს ნუ გაიტეხ, ბებიკო ოღონდ,
არ გეწყინოსო", საყვირი ყვირის.
სადგურში ქარი დაუვლის გემებს,
ჰკითხავს მესაჭეს, ,,საით მიდიხარ?",
,,საქართველოსკენ!", იტყვიან ერთხელ,
და მზე ამოვა ჩემი ფიქრიდან.
მინიმა
ზანზალაკები მოუბამს ღამეს
და არხევს, ანთებს სულში კვეს-აბედს,
რომ სადმე ცხვარი გზააბნეული,
არც ღმერთს და არც კაცს არ დაავიწყდეს.
მაია დიაკონიძე
Thursday, March 14, 2024
დედას!
დედას!
დედას უყვარდა ყვავილი ბალბის
და მონდომებით ათბობდა მზერით,
თვითონ ყვავილი, ია თუ სალბი,
ახლა კი დედა არ არის როცა,
ბალბის ყვავილებს მე ვათბობ მზერით,
ვიცი, დედა რომ ზეციდან მლოცავს,
მეძახის, ,,შვილო, მზეი ხარ, მზეი".
მაია დიაკონიძე
14.03.2024 წელი
ღმერთო შემინდე!
ღმერთო, შემინდე!
ლურჯ ცას ჩამოსწყდა ვარსკვლავთმძივები
და სადღაც ქალმა მკერდს დაიკონა,
მეგონა ბებოს ოქროს მზითევი,
აღარც ლალი და აღარც მარჯანი,
აქატებია სკივრში ჩაცლილი,
ღამე ხარხარებს, „ვერ მოასწარი,
შენი დრო არის უკვე ჩავლილი".
და გადაივლის ცისკრის მარხილი,
მზის და სიკეთის დროებაც მოვა,
ჩავიჭახჭახებ შაშვი დაღლილი,
„ღმერთო, შემინდე ცოდვათა გროვა“.
მაია დიაკონიძე
14,03.2024 წელი
Wednesday, March 13, 2024
მინიმები
განა მივყიდე სული შაითანს
და ჯოჯოხეთის კართან შევდექი,სული კიდევაც მრავალს აიტანს,
თუ იცის, რაა ყოფის შედეგი...
უარაფრობის ტკივილებს ითმენს,
ყველაფერს დაძლევს უფლის იმედით,
და შეხიზნული მშვენიერ მითებს,
მიაღწევს მწვერვალს ზეცის დიდების.
====-===================
სხვისთვის სიმღერაც დაწერე,
ვარდ-ყვავილებიც მიგაქვს,
ასეთი რა დავაშავე,
ორი სიტყვა ვერ გითქვამს!
Subscribe to:
Posts (Atom)