Sunday, May 22, 2022

თუ გინდა, რომ...(სალაღობო)

 თუ გინდა, რომ ჩემს თვალებში მზე არ ჩაქრეს,

ციმციმებდეს შუქი მუდამ ზღაპრული,

რომ გიყვარვარ, ყოველ დილას თუ არ მამცნე,

ვერ გახდები ფავორიტი ამ გულის.

სიყვარული თუ ჩემს გულში ლაღ ფრთებს გაშლის,

უარს ვეტყვი მე გადამფრენ ფრინველებს,

ჩემს ბუდეში მე იმდენი თივა ვზიდე,

ნუთუ ისევ თვალს ცრემლი დამისველებს.

მხოლოდ ჩემთან, ამ გულში თუ დაივანებ,

მე მიმღერებ ათასნაირ სიმღერებს,

მაშინ იქნებ მხოლოდ ერთი გაბატონო.

შენს სიყვარულს განა ვერ შევიფერებ?!



,,მეტეორა"--ღრუბლებში მოლივლივე მონასტრები, ავტ. ელგუჯა ციგროშვილი

 ,,მეტეორა"--ღრუბლებში მოლივლივე მონასტრები.

კვირას,19 მაისს,თესალონიკის ქართული დიასპორის კონფედერაციის ინიციატივით,მოეწყო საინტერესო ექსკურსია ,,მეტეორაზე."
,,უცხო სიტყვათა ლექსიკონი"-ს განმარტებით:,,მეტეორი"--ბერძნული სიტყვაა და ჰაერში მოლივლივეს ნიშნავს.ეს არის გავარვარებული სხეული,კოსმოსური წარმოშობისა,რომელიც სწრაფად მოძრაობს დედამიწის ატმოსფეროში."
არ ვიცი,მართლა ნახეს თუ არა,ძველმა ბერძნებმა ,,მეტეორების წვიმა",მაგრამ სახელი კი მართლა სწორად შეურქმევიათ!
ეს მრავალსართულიანი სახლების ხელა, უზარმაზარი ლოდები,ისე ყრია მინდორში,თითქოს მართლა ციდან ჩამოცვივდაო...
ისინი, ალბათ ათასწლეულები იყვნენ ასე,უსიცოცხლოდ,ვიდრე როგორც თიხისაგან გამოძერწილ ადამს, ღმერთმა უკვდავი სული ჩაჰბერა და გააცოცხლა,ასევე მადლიერმა ადამის მოდგმამ,ის ღვთიური სული ამ ქვებს ჩაჰბერა და უფალს მაგიერი მიაგო,--ისინი გააცოცხლა,მასზე უფლის სახლები,--მონასტრები ააშენა და მის სადიდებლად,წირვა--ლოცვა აღავლინა.
,,მეტეორა"-ს სამონასტრო კომპლექსი მდებარეობს საბერძნეთში,პინდოს მთის აღმოსავლეთით,თესალიის ქალაქ კალამბაკასთან.
,,მეტეორა"-ზე სამონასტრო ცხოვრება x-x1 საუკუნეებიდან იწყება.
საერთო კომპლექსი შედგება 24 მონასტრისა და კელიისაგან. აქედან დღეს მოქმედია 6. 4 მამათა და 2 დედათა მონასტერი.
იგი,რიგით მეორეა,წმინდა ათონის მთის მართლმადიდებლური სამონაზვნო ცენტრის შემდეგ.
1988 წელს,იგი შეტანილ იქნა იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის სიაში.
თავი ზღაპარში გგონია...თითქოს ბოროტი ჯადოქრის მიერ გაქვავებულ სამეფოში მოხვდი,შესცქერი ამ უზარმაზარ,ქვად ქცეულ გორაკებს და გიკვირს: რა შესძლებია ადამიანის გონებას და შრომისმოყვარეობას,როგორ შესძლო ქვის ბილიკების გამოჭრა და მერე ამ ბილიკებით,სათითაო აგურის თუ კრამიტის ატანა და მონასტრად ქცევა!
ვაჟა-ფშაველას ,,მთანი მაღალნი" გამახსენდა:
,,სდგანან და ელიან...რას ელით,ვის ელით? ნუთუ სატრფო გყავთ დიდი ხნის უნახავი?სდგანან წარბშეუხრელად...ელოდნენ,ელიან და კვლავ ექნებათ მოლოდინი.რა დააშრობს იმათ გულში იმ მოლოდინის ზღვას?არა აქვს იმას ბოლო,არც დასასრული,როგორც ღვთაებას!"
,,მეტეორა"-ს მთებიც იდგნენ და გველოდნენ...ჩვენ მივედით! ამისი სიტყვებით გადმოცემა არ შეიძლება,ის უნდა ნახოთ!
ექსკურსიის მონაწილეებს,გზაშივე მიეწოდათ ინფორმაციები ,,მეტეორა"-ს სამონასტრო კომპლექსის შესახებ.
თესალონიკის ქართული დიასპორის კონფედერაცია,კვლავაც გეგმავს ორგანიზებულ ექსკურსიებს,საბერძნეთის ღირსშესანიშნაობათა გასაცნობად.ექსკურსანტებს გზაშივე მიეწოდებათ ყველა ძირითადი ინფორმაცია,საექსკურსიო ობიექტების შესახებ.
დიასპორის კონფედერაცია ექსკურსიის ორგანიზებისა და კარგად ჩატარებისათვის მადლობას უხდის კონფედერაციის საბჭოს წევრ ქალბატონებს:მაია ჯანგიძესა და ხათუნა ბალახაშვილს.
თესალონიკის ქართული დიასპორის კონფედერაციის თავმჯდომარე,ელგუჯა ციგროშვილი.19 მაისი,2013 წელი.

Friday, May 20, 2022

მე შენი ვიყავ! (სატრფიალო)

 მე შენი ვიყავ, შენი მხოლოდ, შენ ვერც კი მიხვდი,

წუთების, წამის სრბოლა არის  ბრძოლა გრიგალთან.

ამაფრენს მაღლა თეთრ ღრუბლებში ნეტარი ფიქრი, –

გამახსენდება ის  გიტარა, შენ რომ გიყვარდა,

და თუ ოდესმე დავუბრუნდი ლურჯ დედამიწას,

შენ ერთი უნდა მომეგებო  ზეცის ჭიშკართან.




Wednesday, May 18, 2022

 შენი მზერის ტყვიებით ვარ დაცხრილული,

ძლივს ვიშუშებ ამ დაგლეჯილ ვენებს,

ნეტავ, ჩემი სიკვდილი გაქვს განზრახული,

თუ გიყვარვარ, თავს რომ არ მანებებ!


შენ ჩემს გულში ლურჯ იებად ამოხვედი... (სიმღერა, დაწერა და შეასრულა გიული ერგემლიძემ)

 სიმღერა

შენ ჩემს გულში ლურჯ იებად ამოხვედი,
ანგელოზის მომაბჯინე მზერა,
ღმერთი არის სილამაზის შემოქმედი,
მცირეოდენს მეც მარგუნებს, მჯერა.
რომ მიყურებ, მაშინ ვხვდები, კიდევ ვცოცხლობ,
გულში ვარდებს დაუწყიათ ცვენა,
როცა გიცქერ, მითხარ, როგორ არ გაკოცო,
ან შენს აუგს როგორ იტყვის ენა.
შენ ცისა და ამა ქვეყნის ანგელოზო,
შენ მასწავლე ჭიკჭიკი და ფრენა,
და როგორც ვარდს, მინდა სულ შენ გიგალობო,
არ მოგაკლო საამური სტვენა.
მაია დიაკონიძე
18.05.2022წელი

Tuesday, May 17, 2022

მაშფოთებენ ეგ თვალები (სატრფიალო)

მაშფოთებენ ეგ თვალები, სევდის ტბები,
ცის ვარსკვლავებს და მათ ციალს რომ ელიან,
მეც, ვაგლახად ამრევია შენკენ გზები,
ყვავების და ყორანთ გუნდი შემსევია.
– ჰეი, წადით, გზა მონახთ ქვესკნელისკენ, –
ვეძახი და მაინც ვხედავ, არა ესმით,
– ჩამომისხი, ჩავჩურჩულებ მერიქიფეს, –
იქნებ ღმერთმა დამილოცოს შენკენ გზები.


მალე გიხილო უნდა (სატრფიალო)

 შენ ჩემთანა ხარ დღისით და ღამით,

ჩემზე ფიქრობ და ზრუნავ,

შენ რომ გიყურებ, ოცნების სხივი

ჩემში ივანებს მუდამ..

ზურგს უკან დგახარ, მამხნევებ, მკოცნი,

აზრი გაქვს წმინდა, სუფთა,

იმედი გულის ველ-მინდვრებს ცოხნის,

მალე გიხილო უნდა.