Thursday, April 22, 2021
ქალი - ოქროა ნამდვილი (ერთსტროფიანი)
გამონათქვამები
ძალიან მიყვარს "კეკელა და მარო", მაგრამ იმას იქით ვერ მივდივართ ვერც ერთ ჟანრში, გინდ ლიტერატურისა, გინდ მუსიკისა, არაფერი მოსწონთ
პირფერობა რომ არ ეხერხებოდეთ ადამიანებს, ქვეყანა ნორმალურ კალაპოტში ჩაჯდებოდა და განვითარდებოდა.
ერთსტროფიანები
წვიმა და თოვლი,
და ჭიქა რომი,და ჩვენ სულ ორნი,
Wednesday, April 21, 2021
შაირ-კაფიაობა ზურაბ ქობალიასთან
რა საზომით იზომება ლექსი,
ქალი ოქროა ნამდვილი (ერთსტროფიანები)
ქალი ოქროა ნამდვილი,
Tuesday, April 20, 2021
ქრისტე აღსდგა! (საბავშვო, სამი ლექსია)
აღდგომა!
სააღდგომოდ ჯვარი შეკრა
ვაზის ლერწით მათე ბიჭმა,
აღდგომა რომ მოგვილოცოს
და გაგვიძღვეს ჯვარით წინა.
დღე ლამაზი, მოგვილოცა
მამლაყინწამ ენატკბილად,
დაიძახა "ქრისტე აღსდგა!",
ვუპასუხეთ: "ჭეშმარიტად!".
დილამაც ჩვენ გაგვიღიმა,
მზემ, ზეციდან ღრუბლის ფთილამ,
"ქრისტე აღსდგა!" ჭიკჭიკებდა
მერცხლის გუნდი მთელი დილა.
მაია დიაკონიძე
20.04.2021წელი
სააღდგომოდ ბებიამ
შეგვიღება კვერცხები,
ქათმისა და ციცარის,
გაუწითლდა ხელები,
პასკებიც კი დაგვიცხო,
ქიშმიშით და ცუკატით,
გაგვიკვირდა ბებიკოს
ნიჭიცა და უნარიც,
ტორტი ისე ლამაზი
ყვავილებით მოგვირთო,
"ქრისტე აღსდგა!" დააწერა,
მადლი მოგვცა გოდრითო.
ქათმის კვერცხი ბატს მივეცი,
ბატის მოვიტანე შინა,
დედამ წითლად შემიღება,
არ ენახა თურმე წინათ,
ასე დიდი და ლამაზი,
ხონჩაზე დავიდგი წინა,
აღდგომის დღეს დაგილოცავთ,
ძალი მოგცეთ თქვენდა წილად.
შენ კი არა ჩანხარ! (სატრფიალო, სიმღერა)
ამიტაცა ქარმა და შორს გამაქანა,
სიყვარულის ღმერთმა სად აღარ მატარა,
მოვიარე მთები, მოვიარე ჭალა,
მაგრამ შენნაირი არ მინახავს არსად,
გიხმობ, გიხმობ, გიხმობ,
დამივიწყე, განა?!
ნუთუ სიყვარული
დარჩა ფილმის კადრად,
ამიტაცა ქარმა და შორს გამაქანა,
ფოთლად, წვიმად, ვარდად ზეცა მომატარა,
სიყვარულის ცეცხლი არ გამქრალა, არა,
გიხმობ, გიხმობ, გიხმობ,
შენ კი არა ჩანხარ!
სიყვარულის ცეცხლი არ გამქრალა, არა,
გიხმობ, გიხმობ, გიხმობ,
დამივიწყე, განა?!
