გულში ჩათხვრილა ნაღველი და მელანქოლია,
მიტოვებული ჭასავით ვარ, ჩამოზრდილ ტოტებს
ალუჩის ბაღის, გაჩხერილს თვალში, რომ ნარნარებს,
მალე მოაფენს ავი ქარი მიწას ხარხარით.
Wednesday, February 20, 2019
У всего есть предел: в том числе, у печали. Взгляд застревает в окне, точно лист - в ограде. Можно налить воды. Позвенеть ключами. Одиночество есть человек в квадрате. Так дромадер нюхает, морщась, рельсы. Пустота раздвигается, как портьера. Да и что вообще есть пространство, если не отсутствие в каждой точке тела? Оттого-то Урания старше Клио. Днем, и при свете слепых коптилок, видишь: она ничего не скрыла и, глядя на глобус, глядишь в затылок. Вон они, те леса, где полно черники, реки, где ловят рукой белугу, либо - город, в чьей телефонной книге ты уже не числишься. Дальше, к югу, то-есть к юго-востоку, коричневеют горы, бродят в осоке лошади-пржевали; лица желтеют. А дальше - плывут линкоры, и простор голубеет, как белье с кружевами.
ყველაფერს აქვს საზღვარი, მათ შორის ნაღველსაც,
მზერა ეჩრება ფანჯარაში, როგორც ფოთოლი მესერში.
შეიძლება დაასხა წყალი. ააწკარუნო გასაღებები.
მარტოობა არის ადამიანი კვადრატში.
და როგორც ნარაქლემა ყნოსავს რელსებს და შუბლს იჭმუხნის,
სიცარიელე იხსნება როგორც ფარდები.
და რა არის სიცარიელე, თუ არა
უარაფრობა სხეულის ყველა წერტილში?
და როგორც ნარაქლემა ყნოსავს რელსებს და შუბლს იჭმუხნის,
სიცარიელე იხსნება როგორც ფარდები.
და რა არის სიცარიელე, თუ არა
უარაფრობა სხეულის ყველა წერტილში?
ყველაფერს აქვს საზღვარი და მათ შორის დარდებსაც,
მზერა კარში გაჩრილა, ვით მესერში ფოთოლი,
თუგინდ წყალი დაასხი, აცვი გასაღებები,
მარტოობა ძნელია, კაცი არის კვადრატში.
Tuesday, February 19, 2019
როგორც მათხოვარს
,,მიწა იყავ და მიწათ იქეცი"
როგორც მათხოვარს ჩამიჩხრიალა დრომ
როგორც ხურდა, წამი და წუთი
და თითო ბელტი გამომაცალა,
ასე ნაშალი ვეძლევი წუხილს.
ვერ გაიმართა წელში სახლ-კარი,
მზეს ვეღარ გააქვს სულში ჭიატი,
ასე მუჭებად ტკივილნაჭამი,
იმად ვიქცევი, რაც რომ ვიყავი.
როგორც მათხოვარს ჩამიჩხრიალა დრომ
როგორც ხურდა, წამი და წუთი
და თითო ბელტი გამომაცალა,
ასე ნაშალი ვეძლევი წუხილს.
ვერ გაიმართა წელში სახლ-კარი,
მზეს ვეღარ გააქვს სულში ჭიატი,
ასე მუჭებად ტკივილნაჭამი,
იმად ვიქცევი, რაც რომ ვიყავი.
Monday, February 18, 2019
შიში (ასი სიტყვა)
შიში
არ იცოდა, ვის გაურბოდა: დედას, რომელმაც პატარა და-ძმა და სკლეროზიანი ბებია დაუტოვა მოსავლელად, თვითონ - სამსახურში შეაგვიანდა, მამას, რომელიც რამდენიმე წლის წინ რუსეთში გადაიკარგა, მდგმურებს - ახალგაზრდა ცოლ-ქმარს, გამუდმებით რომ ჩხუბობდნენ და არ ასვენებდნენ, თუ საკუთარ თავს...
გარბოდა... ქარი სახეში სცემდა, ღამე ფეხებში ებლანდებოდა.... ჭაობს მიაღწია.... არ შეჩერებულა.... ყურებში ისევ ნაჯახით დაჩეხილი კარის ღრჭიალი ესმოდა, ყმაწვილი ქალი (მეზობლის ცოლი) მაჯაზე ჩასჭიდებოდა, თვალები შეშლილივით უბრწყინავდა, შველას სთხოვდა.... ბებია მარტოობაში გარინდულიყო, კუთხეში ბავშვები ღნაოდნენ...
ნაჯახიანი კაცის დანახვამ ფეხქვეშ მიწა გამოაცალა, მომხდურს გვერდი აუქცია და გაიქცა.
ჭაობის ცივი წყალი გველივით შემოეხვია ჯერ ფეხებზე, მერე - ტანზე... დედის ყვირილმა გამოაფხიზლა. თვალები გაახილა... ღრუბლებიდან მთვარე გამოსულიყო, - ალერსით დასცქეროდა.
ასე არასოდეს გახარებია მისი დანახვა!..
პირმოთნეობა არ ძალუძს პოეტს
ქარი ასკდება კლდეებს და ტოტებს,
გლეჯს ფესვიანად, ნაკვალევს ტოვებს,
პირმოთნეობა არ ძალუძს პოეტს, -
კაცისგან ქმნიდეს კერპსა და ტოტემს.
ქარს რომც აჩუქო ციხე-დარბაზი,
ფარჩა და სტავრა, დიბა-ატლასი,
ვერ დაიმონებ, ტალღებში მღვრიე
ის უნდა ევნოს, ცრემლებსა ღვრიდეს.
ისე პოეტსაც რაგინდ უჭირდეს,
არ მიეცემა ძილს და ფუჭ ფიქრებს,
სიტყვით გაარღვევს მქისე ნისლიერს,
დითირამბს სხვას არ მიუღიღინებს.
თავისუფლების დიად ქარტიას
გულზე იწერდა პოეტთ არმია
და ვერ დაიდგამს მონობის უღელს
სიმართლის ძალით კლდეს ვინაც უტევს.
გლეჯს ფესვიანად, ნაკვალევს ტოვებს,
პირმოთნეობა არ ძალუძს პოეტს, -
კაცისგან ქმნიდეს კერპსა და ტოტემს.
ქარს რომც აჩუქო ციხე-დარბაზი,
ფარჩა და სტავრა, დიბა-ატლასი,
ვერ დაიმონებ, ტალღებში მღვრიე
ის უნდა ევნოს, ცრემლებსა ღვრიდეს.
ისე პოეტსაც რაგინდ უჭირდეს,
არ მიეცემა ძილს და ფუჭ ფიქრებს,
სიტყვით გაარღვევს მქისე ნისლიერს,
დითირამბს სხვას არ მიუღიღინებს.
თავისუფლების დიად ქარტიას
გულზე იწერდა პოეტთ არმია
და ვერ დაიდგამს მონობის უღელს
სიმართლის ძალით კლდეს ვინაც უტევს.
Sunday, February 17, 2019
კაცი არა ჩანს...
კაცი არა ჩანს, ჩემი ლექსი რომ წაიკითხოს,
ვინც არ კითხულობს, სოფომ მითხრა, იმან იკითხოს,
შენი ლექსები სჯობიაო ბევრ ლექსებს, სხვისას,
კუდის ქიცინით რომ აქებენ, მათ ლექსს და ფრჩხილსაც.
ვინც არ კითხულობს, სოფომ მითხრა, იმან იკითხოს,
შენი ლექსები სჯობიაო ბევრ ლექსებს, სხვისას,
კუდის ქიცინით რომ აქებენ, მათ ლექსს და ფრჩხილსაც.
დამალული სიყვარული (მოთხრობა)
აუდიტორიაში ბუღი იდგა, ცხელოდა, საჯარო მოხელეთა დახელოვნების კურსებს ბევრი ადამიანი მოეზიდა, ამერიკული პროგრამის ნაწილი იყო. ნანა უკვე 35 წლისა გამხდარიყო, - რა თავში ვიხლი ამ კურსებს, სამუშაო მაინც არა მაქვსო, - ეუბნებოდა ქმარს, მაგრამ ქმრის მეგობარმა, რომელიც კურირებდა სწავლების პროცესს, მაინც ჩაწერა, იქნებ გამოგადგეს და ამ გაჭირვების დროს, ოთხმოცდაათიანების ბოლო იყო, სამუშაოს შოვნაშიც დაგეხმაროსო, რაც მთავარია, ფული არ იყო გადასახდელი და ნანამაც გადაწყვიტა ცოტა გახალისებულიყო, თუმცა შვილებს ყურადღება ცოტა კი მოაკლდებოდათ, ქმარსაც ხათრი ვერ გაუტეხა, ძალიან უყვარდა. ახალგაზრდა გოგო-ბიჭები მრავლად იყვნენ, ერთმანეთის წინაშე თავს იწონებდნენ, ყელყელაობდნენ, მისი ტოლი კი მხოლოდ ერთი ქალბატონი აღმოჩნდა, ქმრის თანამშრომელი, გაუთხოვარი, შავგრემანი ქალი, მაღალი, ხმელი, დიდი კიდურებით, შეუმჩნეველი გარეგნობის, რატომღაც "ნაცრისფერი თაგვი" ახსენდებოდა მის დანახვაზე, ისე ჩუმად და ფრთხილად მოძრაობდა, ამავე დროს დიდ სიმპათიას გრძნობდა ქალის მიმართ, ინტელიგენტი ადამიანი იყო, ქმარიც ძალიან აქებდა, სამსახურში ძალიან მეხმარება და მპატრონობსო, მეგობრად და ოჯახის ახლობლად მიაჩნდა. ლექციებზე ერთად ისხდნენ ხოლმე, ხმას იშვიათად იღებდა, წყნარი და თავმდაბალი იყო. ნანას ეჭვი ეპარებოდა თავის შესაძლებლობებში, - როგორც "ვირი ხბორებში", ისე ვარ აქო, - ეტყოდა გვერდზე მჯდომ ეკას, ის დაამშვიდებდა, - რას აქცევ ყურადღებას, ახალგაზრდებზე ნაკლებად როდი აითვისებ მასალას, წითელ დიპლომზე ხომ დაამთავრე უნივერსიტეტიო, - ისინი ერთ ფაკულტეტზე სწავლობდნენ. ნანაც მშვიდდებოდა, თუმცა კომპიუტერული პროგრამების შესწავლა ცოტა უჭირდა. სამაგიეროდ ლოგიკურ აზროვნებაზე რომ მიდგებოდა საქმე, ერთ-ერთი პირველიც იყო, თავისდა გასაოცრად, სხვებზე უკეთესად ხსნიდა ამოცანებს. ულამაზესი ქალი იყო ნანა. ქერა თმებით, დიდი მწვანე თვალებით, ტან-ფეხიც იდეალური ჰქონდა, მაგრამ, რაც გათხოვდა, სადად იცმევდა, ღარიბულად, ადრე გაჭაღარავდა, ალბათ, იმდროინდელი მძიმე ცხოვრების გამო. ლექციებზე ჭაღარა ხომ ვერ ვივლიო, თმები შეიღება, კარადიდან ძველი ძვირფასი, თუმცა კარგად შენახული სამოსი გამოაძვრინა, მოდურად გადააკეთ-გადმოაკეთა, არ უნდოდა, ვინმეს შეემჩნია, რომ მატერიალურ უჭირდა. იმ დღესაც რეკლამების გაკეთების საიდუმლოებას აცნობდა ლექტორი, ბოლოს კონკურსიც გამოცხადდა, ვინ გააკეთებდა ყველაზე კარგ რეკლამას, რომ რაც შეიძლება მეტი ხალხი მოეზიდა, აღმოჩნდა, რომ ჯგუფში ერთმა ბიჭმა იცოდა ხატვა, ლექტორი ოთახიდან გავიდა თუ არა, რიგი დადგა მასთან, ისიც ხატავდა და ხატავდა, ახალგაზრდა გოგონები ჩადგნენ რიგში, ნანამაც სთხოვა, მეც დამიხატეო, მაგრამ რიგმა არა და არ მოუწია, ეწყინა, რადგან მაგათი ტოლი არა ვარ, ყურადღებას არ მაქცევსო, ქალურმა თავმოყვარეობამ გაიღვიძა მასში, გადაწყვიტა თვითონ გამოეღო ხელი, დაჯდა და ქაღალდის ფორმატი ნაირ-ნაირი ფერებით ააჭრელა, გაახსენდა, სკოლაში საორგანიზაციო კუთხისთვის გაზეთს რომ აფორმებდა ხოლმე, ულამაზესი რეკლამა გამოვიდა, ახალგაზრდებმა პირი დააღეს, ყველა გაიტრუნა, შერცხვა ბიჭსაც თავისი საქციელის, კონკურსშიც პირველი ადგილი დაიკავა, თითქოს ძალები მოემატა, შემძლებია, არავისზე ნაკლები არ ვყოფილვარო, ფიქრობდა. გახარებულმა მეუღლეს დაურეკა. მთვრალი მოვიდა ლექციების ბოლოს, მაგიდაზე შემოჯდა და - რას გავხარ, თმები რა ფრად შეგიღებიაო, - დაცინვით უთხრა ყველას თანდასწრებით, გაოგნდა, ამას არ მოელოდა ქმრისგან, არ შეიმჩნია, მაგრამ თვალებში ცრემლი ჩაუდგა. სახლში ერთად წამოვიდნენ, გზად გამვლელები თვალს ვერ აცილებდნენ ატმისფერ კაბაში გამოწყობილ ნანას და მის გვერდზე მიმავალ ულამაზო მამაკაცს, რა უცნაური წყვილიაო, ფიქრობდნენ. რა იცოდა მაშინ ქალმა, რომ მისი ქმარი იმ დღეს სხვა ქალის - შავგრემანი ეკას სანახავად სანახავად იყო მოსული.
Subscribe to:
Posts (Atom)