შენ ჩემი გულის სიმებს შეეხე,
ნაზი ამბორით დაფარე ბაგე,
სისხლისფერ ულაყს გამოაგელვებ -
სასიყვარულოდ გამიწვევ ღამე...
ჩვენ ორთა სულთა დაწნული ვარდი,
სამარადჟამოდ გაშლილი ჩვენთვის,
ნაზიარები იდუმალებას,
დღეს, როგორც მიწა, მეშლება ფერხთით.
Saturday, January 30, 2016
Thursday, January 28, 2016
ზეცას მართალი მისწვდება მარტო
პატარა ჩიტი, უმწეო, ნაზი,
ღმერთთან დიდების გალობას გზავნის,
აუშვერია ნისკარტი მაღლა, -
სიყვარულის ძაფს სხივებით ართავს,
რომ აღტაცების მოძახილს მისას,
სალბუნად ედოს სიტყვები ღვთისა,
მაშვრალს და მწყურვალს მიეცეს სასო...
ზეცას მართალი მისწვდება მარტო.
ღმერთთან დიდების გალობას გზავნის,
აუშვერია ნისკარტი მაღლა, -
სიყვარულის ძაფს სხივებით ართავს,
რომ აღტაცების მოძახილს მისას,
სალბუნად ედოს სიტყვები ღვთისა,
მაშვრალს და მწყურვალს მიეცეს სასო...
ზეცას მართალი მისწვდება მარტო.
Sunday, January 24, 2016
მათოვს სიცივედ
მათოვს სიცივედ თეთრი ფანტელი,
ყინულის ლოლოს გააქვს ჭახანი,
გადაქცეულა სული ნატეხად,
აქვე მოისმის ყორნის ყრანტალი.
ზარობს ქვეყანა
ზარობს ქვეყანა, ზარების ხმაურს
გაუფანტია ბნელი და ბინდი,
ზანზალაკებით მორთული ფარა
მთის მწვერვალისკენ ამაყად მიდის,
ალიონს წითლად მოურთავს ზეცა,-
თითქოს სამყარო ხანძრისგან იწვის,
ზარს სცემს და ზარობს მთელი ქვეყანა,-
გაღვიძებია ხმაურზე თბილისს.
გაუფანტია ბნელი და ბინდი,
ზანზალაკებით მორთული ფარა
მთის მწვერვალისკენ ამაყად მიდის,
ალიონს წითლად მოურთავს ზეცა,-
თითქოს სამყარო ხანძრისგან იწვის,
ზარს სცემს და ზარობს მთელი ქვეყანა,-
გაღვიძებია ხმაურზე თბილისს.
Friday, January 22, 2016
ავტობიოგრაფია
ავტობიოგრაფია
მე,
მაია იოსების ასული დიაკონიძე,
დავიბადე ქ. თბილისში 1962 წლის
11 დეკემბერს.
ვსწავლობდი ქალაქ თბილისის 127-ე საშუალო სკოლაში, შემდგომ საცხოვრებელი ადგილის შეცვლის გამო სწავლა განვაგრძე ქ. თბილისის 149-ე საშუალო სკოლაში, რომელიც 1979 წელს დავამთავრე და იმავე წელს ჩავაბარე ივანე ჯავახიშვილის
სახელობის თბილისის სახელმწიფო
უნივერსიტეტში სახალხო
მეურნეობის დაგეგმვის ფაკულტეტზე, შრომის ეკონომიკის სპეციალობით,
რომელიც წითელ დიპლომზე დავამთავრე
1984 წელს. შემდგომ სწავლა განვაგრძე, იმავე სპეციალობით, ასპირანტურის
განყოფილებაში. 1984-1994 წლებში
ვმუშაობდი საქართველოს სახალხო
მეურნეობის დაგეგმვის და
ეკონომიკის კვლევით ინსტიტუტში
ლაბორანტის, უმცროსი, ხოლო
შემდგომ უფროსი მენიერ-თანამშრომლის
თანამდებობებზე. 1997-1998 წლებში
ვიყავი ეკონომიკური მიმომხილველი
ჟურნალ «ფინანსებსა» და
გაზეთ «გადასახადებში». 2001წლიდან 2005 წლამდე ვეწეოდი
პედაგოგიურ მოღვაწეობას
ჰუმანიტარულ-ტექნიკურ
ინსტიტუტში. 1997 წელს გავიარე TACIS-ის
სახელმწიფო მოხელეთა მომზადების
პროგრამა. ვარ 20-ზე მეტი სამეცნიერო
შრომისა და სტატიის ავტორი.
ვარ გატაცებული პოეზიითა და მხატვრობით. 2012 წლიდან ვიბეჭდები ქართულ პერიოდიკაში: "მწერლის გაზეთი", "ქართული სიტყვა", "ლიტერატურული მესხეთი", "ოლე". 2013 წელს მიღებული მაქვს კონკურს "შოთაობის" მესამე პრემია რელიგიურ თემატიკაში, 2017 წელს - მეორე პრემია, ვარ კონკურს "ემიგრანტის წერილი"- 2014 წლის ფინალისტი, ასევე კონკურს "ბერიკონი"-2015 წლის გამარჯვებული, 2017 წელს წმინდა ნინოს ფესტივალის ერთ-ერთი ნომინანტი, საბავშვო პროზაში კონკურს "ბუკნაჭოს" (2017წელი) მესამე პრემიის მფლობელი, ჩემი ლექსები გამოქვეყნებულია სხვადასხვა წიგნებში, ასევე გამოიცა წიგნები ჩემი ავტორობით, საყმაწვილო ლექსები, მოთხრობები, გამოცანები : "იოცნებეთ ყველამ" და ლექსების წიგნი "კოცნას მიგზავნის იასამანი" (2017)
ვარ გატაცებული პოეზიითა და მხატვრობით. 2012 წლიდან ვიბეჭდები ქართულ პერიოდიკაში: "მწერლის გაზეთი", "ქართული სიტყვა", "ლიტერატურული მესხეთი", "ოლე". 2013 წელს მიღებული მაქვს კონკურს "შოთაობის" მესამე პრემია რელიგიურ თემატიკაში, 2017 წელს - მეორე პრემია, ვარ კონკურს "ემიგრანტის წერილი"- 2014 წლის ფინალისტი, ასევე კონკურს "ბერიკონი"-2015 წლის გამარჯვებული, 2017 წელს წმინდა ნინოს ფესტივალის ერთ-ერთი ნომინანტი, საბავშვო პროზაში კონკურს "ბუკნაჭოს" (2017წელი) მესამე პრემიის მფლობელი, ჩემი ლექსები გამოქვეყნებულია სხვადასხვა წიგნებში, ასევე გამოიცა წიგნები ჩემი ავტორობით, საყმაწვილო ლექსები, მოთხრობები, გამოცანები : "იოცნებეთ ყველამ" და ლექსების წიგნი "კოცნას მიგზავნის იასამანი" (2017)
მყავს
მეუღლე და სამი შვილი.
Thursday, January 21, 2016
აღმაფრენა
იმედით გულში მზე დამაქვს თითქოს,
იმედით გულში ხასხასებს მოლი,
ოცნებით სავსემ გავშალე ფრთები,
მოუძებნია მწყერჩიტას ტოლი.
ამღერებულა ტოროლა ცაში,
წყაროს წყალივით სუფთაა ფიქრი,
აუწყვეტია ჩემს სულს ბორკილი
და სასოებით ზეცისკენ მიქრის.
იმედით გულში ხასხასებს მოლი,
ოცნებით სავსემ გავშალე ფრთები,
მოუძებნია მწყერჩიტას ტოლი.
ამღერებულა ტოროლა ცაში,
წყაროს წყალივით სუფთაა ფიქრი,
აუწყვეტია ჩემს სულს ბორკილი
და სასოებით ზეცისკენ მიქრის.
Wednesday, January 20, 2016
მაცივარი (მოთხრობა)
ჩემი უფროსი ვაჟის დაბადების აღსანიშნავად ბაბუამისმა, ვისი სახელიც დაერქვა პატარას, გადაწყვიტა დიდი ნადიმის გამართვა. სახლში ერთი პატარა მაცივარი გვედგა, დედამთილი სულ იმას ჩიოდა, ძველია, უვარგისი, უნდა შევცვალოთო. არ ვიცი, რა მოხდა, ღვთის თუ კაცის ხელი ერია ამ საქმეში, უეცრად, ეს პატარა მაცივარი გაფუჭდა და ძეობისთვის გადადებული ფული ახლი მაცივრის შეძენას მოხმარდა. თავიდანვე არ მომეწონა, აზერბაიჯანის გამოშვება იყო (არ აქებდნენ), თანაც წუნი ჰქონდა, საყინულე ფიფქს იკეთებდა. დედამთილს ვუთხარი, გამოცვალეთ-მეთქი, მაგრამ ვერაფერს გავხდი. ძლივს მომიტანია სახლში და მაგას უკან ვეღარ წავიღებო, მაშინ, 1988 წელს, მაცივრის ყიდვა არც ისე იოლი იყო, როგორც დღეს. წუნიანი მაცივარი მალე გამოვიდა მწყობრიდან, საყინულეში თოვლი გროვდებოდა, თვეში ერთხელ გამოწმენდა ჭირდებოდა, დავიტანჯეთ, გავიდა 25 წელი, მაცივარი კი მაინც ვერ გამოვცვალეთ უსახსრობის გამო. ბოლოს, რომ იტყვიან გაგიჟდაო, ასე მოუვიდა ჩვენს მაცივარსაც, საშინლად ხმაურობდა, გრუხუნებდა, გული შეგვიღონა, სტუმარს გული უსკდებოდა, უცაბედად ღმუილს რომ მორთავდა. თავის მნიშვნელობას გვახსენებდა, უჩემოდ, ნეტა, რას იზამთო?! მოკლედ რომ ვთქვათ, თავისი "ამბიციებით" თავი მოგვაბეზრა. როგორც იქნა, შარშან, ნაახალწლევს, გადავწყვიტე, ახალი მეყიდა, ძველი კი - გადამეგდო. არ ვიცი, რა მოხდა, თითქოს იგრძნოო, მაცივარი მიყუჩდა, უხმაუროდ დაიწყო მუშაობა, მაგრამ ამ შელახული, ადგილ-ადგილ დაჟანგული, მოდიდან გამოსული ნივთის ყურება აღარ შემეძლო და ახალი მაცივარი მოვიტანე სახლში. დიდი, ლამაზი, იაპონური. მიუხედავად მისდამი სიმპათიისა, ტევადი არ აღმოჩნდა, გადავწყვიტე, პროდუქტების ნაწილი ისევ ძველში შემენახა, დროებით. მისთვის საქმე მაინც მოინახა, ისიც წყნარად, მშვიდად, უდრტვინველად განაგრძობს მუშაობას დღემდე, თითქოს ეშინია არ გადამაგდონო.
Subscribe to:
Posts (Atom)