როგორ მიღალატე, ვერ გავიგე,
გზაზე მომყვებოდნენ ალუბლები,
მზემ რომ შემომხედა, გავუღიმე,
რაღაც სხვანაირი დაურვებით...
უხმო მსტოვარივით მომყვებოდა
წყალზე ჩატეხილა ძველი ხიდი,
მორევს თავი ვეღარ დავაღწიე, -
გულზე შემომეჭდო არტახივით.
Wednesday, January 28, 2015
Tuesday, January 27, 2015
მე კი შენ გეძებ!
თითქოს იები გადაშლილა ვარდიფერ ქედზე,
მე კი შენ გეძებ, მე კი შენ გეძებ,
გართხმულა ღამე თოვლიან ველზე,
მე კი შენ გეძებ, მე კი შენ გეძებ,
მთვარის ციალში მესალმება უსასრულობა,
მინდა შევერთო, როგორც ეთერი,
დახრილა მთვარე თოვლიან ველზე,
იმ სითეთრეშიც მხოლოდ შენ გეძებ.
მე კი შენ გეძებ, მე კი შენ გეძებ,
გართხმულა ღამე თოვლიან ველზე,
მე კი შენ გეძებ, მე კი შენ გეძებ,
მთვარის ციალში მესალმება უსასრულობა,
მინდა შევერთო, როგორც ეთერი,
დახრილა მთვარე თოვლიან ველზე,
იმ სითეთრეშიც მხოლოდ შენ გეძებ.
იას ვეძებ მე კლდის თავზე
იას ვეძებ მე კლდის თავზე,
თურმე ის ჩემს გულში ხარობს,
ზეცას, ირგვლივ გადაჭიმულს,
დავეწაფე, როგორც წყაროს.
თავაშვებულ თერგთან მძინავს,
წყლის შხეფები მაძლევს ძალას,
შევებმები მტერს და ავსულს,
არ გვპატიობს ღმერთი ღალატს.
Monday, January 26, 2015
ვერ ვცანი ქვეყანა სატირე
ო, როგორ დამათრო ცხოვრებამ,
ვერ ვცანი ქვეყანა, სატირე,
დღეს ვითხოვ შენდობას უფლისგან,
განცდების სიმწარე მატირებს.
ვერ ვცანი ქვეყანა, სატირე,
დღეს ვითხოვ შენდობას უფლისგან,
განცდების სიმწარე მატირებს.
Sunday, January 25, 2015
ევროპისაკენ მივიწევით ხელთა ფოტინით
ჟამთაღმწერელმა გადაფურცლა ფურცელი ისევ,
ჯარისკაცები კვლავ დადებენ სიცოცხლეს ფიცზე,
კვლავ დაუკარგავს საქართველოს ორიენტირი
და ევროპისაკენ მივიწევით ხელთა ფოტინით.
სახეს ვეღარ ვცნობ ქართველისას, დაესვა დაღი,
მშიერ-მწყურვალებს ელოდება სამოთხის ბაღი,
გულგატეხილი, დამაშვრალი, სანთლად ქცეული,
მომავლისათვის დაინთება, თავის სხეულით.
ჯარისკაცები კვლავ დადებენ სიცოცხლეს ფიცზე,
კვლავ დაუკარგავს საქართველოს ორიენტირი
და ევროპისაკენ მივიწევით ხელთა ფოტინით.
სახეს ვეღარ ვცნობ ქართველისას, დაესვა დაღი,
მშიერ-მწყურვალებს ელოდება სამოთხის ბაღი,
გულგატეხილი, დამაშვრალი, სანთლად ქცეული,
მომავლისათვის დაინთება, თავის სხეულით.
იესოს! (,,მიყვარხარ, იესო!, სიმღერა შეასრულა მაია სიჭინავამ)
თურმე რა ახლოს ყოფილხარ ჩემთან,
მე კი სულ მარტო მეგონა თავი,
დილა ოქროსფერ სამოსში მხვევდა,
იასამანით ვიყავი მთვრალი.
მთვარე მიმღერდა ძილის წინ ნანას,
ქარი მირწევდა ბავშვობის აკვანს,
თურმე რა ახლოს ყოფილხარ ჩემთან,
მე კი, უჩინო, ვერ ვგრძნობდი ამას..
მე კი სულ მარტო მეგონა თავი,
დილა ოქროსფერ სამოსში მხვევდა,
იასამანით ვიყავი მთვრალი.
მთვარე მიმღერდა ძილის წინ ნანას,
ქარი მირწევდა ბავშვობის აკვანს,
თურმე რა ახლოს ყოფილხარ ჩემთან,
მე კი, უჩინო, ვერ ვგრძნობდი ამას..
Saturday, January 24, 2015
მოიისფერო სანთელი იწვის
მოიისფერო სანთელი იწვის
და თავზე მათოვს,
არ მეკითხება მე არავინ
რისთვის და რატომ,
მოიისფერო სანთლის შუქში
გზა არის ფართო...
და თავზე მათოვს,
არ მეკითხება მე არავინ
რისთვის და რატომ,
მოიისფერო სანთლის შუქში
გზა არის ფართო...
Subscribe to:
Posts (Atom)