Friday, October 31, 2025

იას ბიოგრაფია

 ია დიაკონიძე დაიბადა ქ. თბილისში 1964 წლის 2 მარტს. დაამთავრა ქ. თბილისის 149-ე საშ. სკოლა, შემდგომ თბილისის საფინანსო ტეკნიკუმი წითელ დიპლომზე და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ასევე ფინანსების განხრით. სწავლა განაგრძო თბილისის სამხატვრო აკადემიაში კერამიკის სპეციალობით. მუშაობდა  თბილიში სამხატვრო ფონდთან  არსებულ  მინანქრის საამქროში, 1999 წლიდან  გადავიდა საცხოვრებლად  მოსკოვში ოჯახთან ერთად, მუშაობა განაგრძო ზურაბ წერეთლის სახელოსნოში. ხატავდა  არბატზე, 2009 წელს მონაწილეობა მიიღო მოსკოვში მხატვართა ჯგუფურ გამოფენაში ,,ყირიმი - ყარადაგი". გახლდათ მოსკოვის მხატვართა საერთაშორისო ფონდის წევრი,  საქართველოში მრავალ ჯგუფურ გამოფენაში აქვს მონაწილეობა მიღებული..2014, 2017, 2024  წლებში ნიკოლოზ ბარათაშვილის სახლ-მუზეუმსა და საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში მოეწყო მისი ნახატების გამოფენა ოჯახის სხვა წევრებთან ერთად.  მისი ნახატები მიმოფანტულია მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, შეტანილია კატალოგებში. მუშაობდა ასევე უკრაინაში. ამჟამად ცხოვრობს ავსტრიაში, ქ. ვენაში. 

Thursday, October 30, 2025

გულგრილობის რა სენი გჭამთ?!

 გულგრილობის რა სენი გჭამთ?!

რა ხანია უკვე მოცდა
მიწა საყან-სავენახე,
ჩემებურო, სად წასულხარ,
თვალით ვეღარ დამენახე,
ზურგზე მოკიდული შეშით
დედაშენის სახე ნახე,
გულგრილობის რა სენი გჭამთ
ქედელსა თუ კარდენახელს.
მაია დიაკონიძე
30.10.2025 წელი



Wednesday, October 29, 2025

სიტყვა

სიტყვა
მომერია შემოდგომის ჟანგისფერი,
სევდის ბაღი მოვიარე გუშინ,
ზოგის სიტყვა არ ყოფილა არაფერი,
მაინც ჩაჯდა, ვით ბეჭედი, გულში.
მილივლივებს მთებზე ფერთა კასკადები,
ქარი ფოთლის ატრიალებს ჯარას,
ზოგის სიტყვა იწონება კარატებით,
სიტყვას ნუ სთხოვ ცბიერსა და აჯამს.
სიტყვა ზოგჯერ სიკვდილია, ცაში მეხი,
ზოგჯერ იხდის სიყვარულის ღალას,
გაუძელი, თუკი გადგას სიტყვის წნეხი,
თუკი სიტყვა შენს სულს მწარედ ღარავს.
ბოლოს მაინც უფლის სიტყვით დავმშვიდდებით,
მალემსრბოლად ჩაიქროლებს ჟამი,
ცას შერჩება გაცრეცილი აფიშები
და ორიოდ ბედნიერი წამი.
მაია დიაკონიძე
29.10.2025 წელი







ავტ. ამირან გოდერძიშვილი, ელგუჯა ციგროშვილის ლექს-კომენტარით და პასუხით

ავტ. ამირან გოდერძიშვილი

ახლა მე იმ ასაკში ვარ, რომ სიამოვნებით ვიხსენებ ჩემი ცხოვრების ლამაზ ეპიზოდებს, ხიფათიანსაც, თუკი მას მშვიდობიანად განვერიდე.....
ერთი ლამაზი ლექსის ლამაზი ისტორია მინდა მოგიყვეთ, ლექსი, რომელიც ულამაზეს ქალბატონს მივუძღვენი და გავახარე, სამწუხაროდ და ჩემდა სავალალოდ, მისმა მეუღლემაც წაიკითხა და.....
სჯობია, ჯერ ლექსი გაგაცნოთ და თავს დამტყდარ ხიფათებს მერე მოგახსენებთ, აი, ის ბალის კუნწულა ლექსიც:
ბოლომდე შენი ერთგული ვრჩები
(ქალბატონის სახელი საიდუმლოა, რა თქმა უნდა)
ბოლომდე შენი ერთგული ვრჩები,
მაოცებს შენი ხიბლი და კდემა,
ასე მგონია, იყავი ჩემი
და შენი თავი წამართვა დევმა...
ვიცი, მზის სხივებს მოყევი ციდან,
მთვარემ გაჩუქა ფერები სანთლის,
ასეთი
ნაზი,
ასეთი
წმინდა
არ მემეტები დევებისათვის....
....ერთხელაც , ვესტუმრე ამ ქალბატონს სამსახურში, შეხვედრა იყო თავაზიანი და სასიამოვნო, შეჩერდა მისი სამუშაო პროცესი და დაიწყო ულამაზესი ერთსაათიანი ,, პოეზიის ხუთი წუთი" ....
.....გაიხსნა კარი და....მართლა დევივით, მართალი დევი დამადგა თავს....
___აბა, ახლა , შენ ხომ ამირანი ხარ და მე ხომ დევი ვარ, მოდი და დამეჭიდეო,___ აიკაპიწა სახელოები და წამოვიდა ჩემსკენ, თურმე, ლექსი წაუკითხია და გულშიც წყენა ჩაუდვია, თანაც ფაქტზეც წამასწრო, ....რა ვქნა, რა ვუთხრა, რანაირად დავამშვიდო,....
ვცდილობ ხუმრობაში გადავიტანო მისი მუქარა:
___ხომ იცი, ამირანმა დევი დასცა, დააწყებინა ღრიალი- მეთქი, ჭიდაობა გადაიფიქრე-მეთქი,
___ვინც იღრიალებს , ახლა ვნახავთო!!!წამოვიდა და დამადგა თავზე...
სახეზე ფერი აღარ მადევს, ხმაც დავკარგე და სათქმელიც გამომელია, ....
.....ჩემმა უმშვენიერესმა და ულამაზესმა, ჩემი პოეზიის დედოფალმა გადამარჩინა და რას გადამარჩინა,
___რას შვრები, (მიმართა სახელით), შენ ხუმრობ და ამირანს მართალი ჰგონია, ხედავ სახეზე ფერი აღარ აქვს ბიჭსაო, არა გრცხვენიაო, დღეს მთელი დღე მოწყენილი ვიყავი, გამიხარდა ამირანი რომ მოვიდა და სიხარული შემოიტანა ჩემთანაო!!!!
____გაგეხუმრე, ამირან, გაგეხუმრე, მაგრამ ძალიან თამამ ლექსებსაც ნუ დასწერ, ვინმე მართლა არ გააბრაზოო___ დამარიგა ბაყბაყ დევმა და თუ გამგები ვიყავი, უნდა გამეგო, მაგრამ მისი მეუღლის ლამაზი ღიმილების ბადეში გახვეულს ეს დარიგება --- კედელზე ცერცვის შეყრად მომეჩვენა....
გავიდა ნახევარი საუკუნე და ....ის ახალგაზრდული აღმაფრენით დაწერილი ლექსები ქართული პოეზიის საკუთრება გახდა და ის ხიფათიანი ეპიზოდი კი, ახლა უკვე ლამაზი მოგონებაა!!!!!......

________________________
კაფია~კომენტარი
ბატონ ამირანს :
( ფშაურ კილოზე .)
1 . ბიბლიურ ევას
მსგავსებით ,
ირგვლივ მუდამ
გვყავს ,,ევები , "
ქალისთვის
კომპლიმენტის თქმის ,
კაცებს თან
დაგვყვა ჩვევები .
2 . პოეტი კარგ
ქალს თუ აქებს ,
რაღა აქვს
მისატევები ...
თან თუკი
ამირანია ,~
რას დააკლებენ
დევები ? !
ელგუჯა ციგროშვილი .
ქ . თესალონიკი .
21. 10 . 2025 წელი .

პასუხი: 
კაფიას პასუხ სჭირდება,
ვერ დაგირჩები მე მუნჯად,
ნეტავი ჯეელობაში
ბევრი ტრფიალი მემუჭა
დღეს ჩახჩახა მზე, რას ვიზამ,
თუ მეჩვენება მე ლურჯად...
ვერ გაექცევი___ სიბერე
შენც გესტუმრება ელგუჯავ!!!!.....

მაია დიაკონიძის კომენტარი:
,,თუმცა შიში გიჭამიათ,
მაინც წერდით ვისრამიანს."

Monday, October 27, 2025

ი უ დ ა ს აღსარება ი ე ს ო ს თ ა ნ ! ავტ. ელგუჯა ციგროშვილი

 ი უ დ ა ს აღსარება

ი ე ს ო ს თ ა ნ !
1 . ორ ათასწლეულს
ითვლის სამყარო ,
უპეს მიღარავს
ცრემლი მდინარი ...
სხვას აღსარება
ვის ჩავაბარო ,
ან შენზე დიდი
ჩემთვის ვინ არი ? !
2 . არსად მიმიღეს
თვითმკვლელის სულით ,
ვერ შევძელ ,
სადმე ღამე მეთია ;
ყველგან მხვდებიან
კარით დახშულით , ~
ს ა მ ო თ ხ ე ა თუ
ჯ ო ჯ ო ხ ე თ ი ა !
3 . ვეღარ ვეღირსე
სულის სიმშვიდეს ,
შენ ჯ ვ ა რ ს გაცვეს
და მაინც მშვიდი ხარ ...
ო ც დ ა ა თ ვერცხლად ,~
ეს მ ე მ ი ყ ი დ ე ს ,
კი იცი , შ ე ნ არ
გ ა მ ი ყ ი დ ი ხ ა რ ! ! !
4 . ბედ~იღბლით მერგო ,
როდია ჭორი ,
თუმც ვინც რა სცოდა ,~
ც ო დ ვ ა ც მისია ...
მაგრამ რომ არა
ჩემი ა მ ბ ო რ ი ,~
ა ღ ს რ უ ლ დ ე ბ ო დ ა
შენი მ ი ს ი ა ? !
ელგუჯა ციგროშვილი .
ქ . თესალონიკი .
15 . 03 . 2023 წელი .

Sunday, October 26, 2025

რატომ ავსიტყვაობ!

 რატომ ავსიტყვაობ!

ზოგჯერ ერთი თბილი სიტყვა,
მთელ სიცოცხლედ ფასობს,
მაშ რად დაგაქვს გოდრით, მითხარ,
ავი სიტყვა, კაცო.
ვით იუდა, შენც ინანებ,
რომ გაეცი ღმერთი,
მაგრამ ნახავ, შენ მიწაზე,
ვინ შეგრჩება გვერდით!
ივლი მარტო ცისქვეშეთში,
წყეულს არვინ სწყალობს,
წინ რატომ არ იხედები,
რატომ ავსიტყვაობ.
მაია დიაკონიძე
26.10.2025 წელი

Saturday, October 25, 2025

ვინ დაგარწმუნა?!

ვინ დაგარწმუნა?!
ვინ დაგარწმუნა, მოხვდები იქით, -
რომ შენ სამოთხის შეაღებ კარებს,
თუ კი სიკეთე გაწუხებს სხვისი,
თუ ბოროტისკენ მიმართავ ძალებს,
თუ სიყვარულის არ გესმის სიტყვა,
თუ შენთვის ყვავილს არა აქვს ფერი,
შენ, კაცის ძეო, რა უნდა გითხრა, -
მიწაზე რატომ დაგიდგა ძეგლი?!
მაია დიაკონიძე
24.10.2025 წელი