ბოლოს ხომ მაინც ...
Saturday, October 25, 2025
ბოლოს ხომ მაინც ... ავტ. ელგუჯა ციგროშვილი
Tuesday, October 21, 2025
არკანზასის საავადმყოფოში (გოდერძი ჩოხელის სახ. კონკურსისთვის)
არკანზასის
საავადმყოფოში
ღამით საავადმყოფოს პალატაში ავადმყოფი შემოიყვანეს — უგონო, ტკივილებით სახეაწეწილი
კაცი. მედდამ დანანებით წარმოთქვა: ,,Poor man…მეორე საწოლზე მწოლიარე ქართველ ქალს
არ გამოჰპარვია ეს სიტყვები. „გადადებულია!“ — ჩაილაპარაკა. მძიმე ღამე იყო. ახალშემოსული
ბოდავდა, შუბლზე ოფლი ასხამდა და ხრინწიანი ხმით ჩურჩულებდა: — დედა… წამიყვანე… ქალს
სიცივემ და სითბომ ერთდროულად დაუარა ძარღვებში. „ქართველი ყოფილა,, ალბათ ემიგრანტია,
გადარჩებოდეს, ღმერთო!“ ამ წუთებში ისე მოუნდა ქართული სიტყვის გაგონება, ყურს უგდებდა
კაცის ყოველ ამოკვნესას… თენდებოდა. პაციენტმა თვალი გაახილა. ქალმა ქართულად მიმართა: - როგორ ხარ?! კაცს გაშრალ
ტუჩებზე ღიმილი მოეფინა და სუსტად იკითხა: — ქართველი ხარ? ქალმა თავი დაუქნია. — კი,…
დიდი ხანია აქ ვცხოვრობ… კაცმა განაგრძო: — დიდი დღე აღარ დამრჩენია… ჩემების უნახავი
ვკვდები, ჩემი ჯვარ-ხატის უნახავი. ფშაველი კაცი ვარ. აქ რა მინდოდა… ჩემო თავო. მერე ისევ ბოდვა დაიწყო. ხელები ჰაერში გაშალა, თითქოს
ვიღაცას ეძებდა. — დედა… მამა… აქ ხართ?.. პაპაჩემო, გამარჯობა… რამდენი ხანია არ მინახავხარ,
მამხვიე, ხელ… ჩამჭიდე, კაცო, არ გამიშვა!.. ქალი საწოლიდან წამოდგა, მომაკვდავს მიუახლოვდა,
თითქოს სურდა, ნათქვამიდან რამე არ გამორჩენოდა, მისი ხმა მარტო მას კი არა, მთებს,
შორეულ სოფელს გაეგონა. მისი ახლობლებისთვის
მიეწვდინა. უცებ იგრძნო — პალატაში რაღაც შეიცვალა. ჰაერი თითქოს ფშავის მთის
სურნელით აივსო. ალპური მდელო, მდინარე არაგვი, სოფლის პატარა ეკლესია… ყველაფერი წამით
იქ გაჩნდა, სადღაც თეთრ კედლებს შორის. „მგებრები მოვიდნენ,“ — გაიფიქრა ქალმა. —
„ფშავლის სული გადაჰყავთ.“ მამაკაცმა ღრმად ამოიოხრა და ბოლო სიტყვები წარმოთქვა: —
ახლა მაინც ვნახავ საქართველოს… აქა ხართ ჩემებო? კვირიავ, ლუკავ, ბიჭურო, სანათავ, ჯუღურავ. მე ისე დავკარგე სამშობლო, ხმალი არ გამიქნევია…
ვაი, ჩემო თავო… ერთხელ ამოიხროტინა და… სიჩუმე ჩამოწვა. საწოლის კიდესთან მდგარი
ქალი დიდხანს იდგა უძრავად. მერე ფანჯრისკენ შებრუნდა. მზის პირველი სხივი მოელამუნა
თეთრ ზეწარს და თითქოს ხოშარადან სახუთმეტო ძელის ანგელოზის ჩრდილმა გადმოინაცვლა
არკანზასამდე. ქალმა ცრემლი მოიწმინდა და ჩუმად თქვა: — ხომ ნახე, შვილო, სამშობლო
… მე ჯერ ვერა… ისევ გაისმა აპარატის წიკწიკი, ქალს გულის რითმი აჩქარებოდა,
თითქოს ორის გულისცემას აერთიანებდა: ერთის, ვინც სამშობლოდან შორს იყო, და მეორის,
ვინც უკვე დაბრუნდა.
ავტორი: მაია დიაკონიძე
პირ. ნომერი: 01007010461
მის. თბილისი, წერეთლის გამზ. 99ა, ბინა
25
ტელ. 551080607
ელ.ფოსტა:
maiadiakonidze1962@gmail.com
Monday, October 20, 2025
ბებია და ჩემი უჭმელობა (მოგონებებიდან)
ბებია
ბებიას ვარდების მურაბა (მოგონებებიდან)
ბებიას ვარდების მურაბა
Sunday, October 19, 2025
ჩემი ლექსები მზია კვირიკაშვილის თარგმანებით ინგლისურ ენაზე
ხან მოდიოდი...
სულ აღარ მეცინება
***
თვალებში გიცქერ! ინგლისურად თარგმანი მზია კვირიკაშვილისა
თვალებში გიცქერ!
ზევიდან გიცქერ, ჭაო, სიცოცხლის, რამდენს მიჰგვარე სიამე, შვება, რამდენი მორწყე, ალბათ, მინდორი, უშენოდ, წყალო, სიცოცხლე შრება. ცხოვრების მორევს რომ მისცეს თავი, რამდენს შეჰყრია ბედკრულებს სნება, მაგრამ იგემეს რა შენი წყალი, მათი კურნება, - უფლის არს ნება. თვალებში გიცქერ, კამკამებს წყალი, გავსებ შუქით და დამალვას ვცდილობ, თუ ანარეკლი იპოვეს მთვარის, ჭამ ჩაყლაპაო, იტყვიან, ვფიქრობ. როგორც ზღაპარში, შენგან მიხსნიან. ჭად დატყვევებულ პირიმზე მნათობს, მაგრამ ბეჩავთა როდი იციან, რომ ცაში ყოფნაც არ მინდა მარტო. I look into your eyes! I gaze upon you from above, well of life, You have brought so many joys and reliefs, You are watering ravines and fields, With your caring nature, I feel saved. If they surrendered to life's whirlwind, How many unfortunates have fallen ill? Yet, by tasting your almighty water-dripps, They shall be healed, if the Lord wills it. I look into your eyes, sparkling and bright, I fill it with light and seek to hide from sight. If they glimpse the moon's reflection in the glow, They'll say a well has claimed me, deep below. They'll rescue me, like in fairy tales, The deity, captured and kept in the well, But the wretched —how can they guess I don't want to stay alone even in heaven. 4.10.2024