Sunday, October 19, 2025

თვალებში გიცქერ! ინგლისურად თარგმანი მზია კვირიკაშვილისა

 თვალებში გიცქერ!

ზევიდან გიცქერ, ჭაო, სიცოცხლის, რამდენს მიჰგვარე სიამე, შვება, რამდენი მორწყე, ალბათ, მინდორი, უშენოდ, წყალო, სიცოცხლე შრება. ცხოვრების მორევს რომ მისცეს თავი, რამდენს შეჰყრია ბედკრულებს სნება, მაგრამ იგემეს რა შენი წყალი, მათი კურნება, - უფლის არს ნება. თვალებში გიცქერ, კამკამებს წყალი, გავსებ შუქით და დამალვას ვცდილობ, თუ ანარეკლი იპოვეს მთვარის, ჭამ ჩაყლაპაო, იტყვიან, ვფიქრობ. როგორც ზღაპარში, შენგან მიხსნიან. ჭად დატყვევებულ პირიმზე მნათობს, მაგრამ ბეჩავთა როდი იციან, რომ ცაში ყოფნაც არ მინდა მარტო. I look into your eyes! I gaze upon you from above, well of life, You have brought so many joys and reliefs, You are watering ravines and fields, With your caring nature, I feel saved. If they surrendered to life's whirlwind, How many unfortunates have fallen ill? Yet, by tasting your almighty water-dripps, They shall be healed, if the Lord wills it. I look into your eyes, sparkling and bright, I fill it with light and seek to hide from sight. If they glimpse the moon's reflection in the glow, They'll say a well has claimed me, deep below. They'll rescue me, like in fairy tales, The deity, captured and kept in the well, But the wretched —how can they guess I don't want to stay alone even in heaven. 4.10.2024

Thursday, October 16, 2025

მინიმა

 ***

მეგონა, დიდი ზღვა ვიყავი,
ვყოფილვარ, როგორიც სხვები,
ვით ჩიტმა შეივსე ჩიჩახვი,
ვერ მიხვდი, ტალღის ვარ შხეფი.
მაია დიაკონიძე
10.10.2025 წელი

სიყვარულია, მინიმა

 ***

სიყვარულია, რაც გვამაგრებს და ვებმით ზეცას,
ფერად ბუშტებად ვეკიდებით იქით და აქეთ,
თუ არ გიყვარდა, ვერ მიხვდები ცხოვრების ვერც აზრს,
და მიადგები ჯოჯოხეთის, ცეცხლიან კარებს.
მაია დიაკონიძე
15.10.2025

შაირი

***
ისეც გიყურე, ასეცა,
ხან პროფილში, ხან ანფასში,
არ ვარგა, კაცო, მასეცა,
დაუჩაგრიხარ ჯალაფში.
ქალი მაშ რაღა ქალია,
თავისას თუ არ ეცადა,
სიტყვა მაუდის მალია,
შენ ფრთების შესაკვეცადა.
მაია დიაკონიძე
14.10.2025 წელი

მინიმა

^^^

მეგონა, დიდი ზღვა ვიყავი,

ვყოფილვარ, როგორიც სხვები,

ვით ჩიტმა შეივსე ჩიჩახვი,

არადა ტალღის ვარ შხეფი.


Tuesday, October 14, 2025

სახუმარო, მინიმა

 სახუმარო


ვნატრობ პარიზს, მადაგასკარს,
ვნატრობ მაკალუზე ასვლას,
გამიმართლა ნაკლებ აქაც,
უკვე ვეძებ ბალიშ-საბანს.
მაია დიაკონიძე
13.10.2025 წელი

Thursday, October 9, 2025

სახუმარო

 ძმამ ძმას რომ თავი გაუპო, 

არ შევიცხადეთ, არ ვგვემეთ,

ზოგია თურმე  კარუზო,

ზოგიც მეფეა ერეკლე.


აგვიკლო ყვავის ყრანტალმა,

ბულბულს სხვის ბაღში ეძებენ,

ვერ გაიხარა მართალმა,

ყველას ჰკიდია ფეხებზე.