Monday, August 11, 2025

მეგობარი (საბავშვო)

 მეგობარი

(საბავშვო)
აშრიალებს ფოთლებს ქარი,
მასაც უნდა მეგობარი,
კოტე უხმობს ჭრელწინდებას,
თამაშობანას ჰპირდება,
ბურთს აწოდებს ოინბაზი,
მეგობრობის იცის ფასი.
მაია დიაკონიძე
10.08.2025 წელი
მეგობარი
(საბავშვო)
აშრიალებს ფოთლებს ქარი,
მასაც უნდა მეგობარი,
კოტე უხმობს ჭრელწინდებას,
თამაშობანას ჰპირდება,
ბურთს აწოდებს ოინბაზი,
მეგობრობის იცის ფასი.
მაია დიაკონიძე
10.08.2025 წელი

Saturday, August 9, 2025

,, და სიტყვა იყო ღმერთი !", ავტ. ელგუჯა ციგროშვილი, ახალი წიგნისთვის

 ,, და სიტყვა იყო ღმერთი !"

1 . ბევრია ირგვლივ
ლამაზი ქალი ,
აფროდიტეს რომ
მიუგავს სახე ...
მე არასოდეს
მატყუებს თვალი
და შენზე კარგიც
ვერავინ ვნახე .
2 . გადიან წლები :
ახალი , ძველი ,
დღეები სცვლიან
უკუნეთ ღამეს ,
არ მემართება
ა წ მ ყ ო შ ი ხელი ,
არც მ ო მ ა ვ ლ ი ს გ ა ნ
მოველი რამეს .
3 . რით მოგაშუშო , შენ ,~
ს უ ლ ი ს წყლულო ,
ჩემთვის ს ი ტ ყ ვ ა ა
ნაღდი და წმინდა ...
რომ დაგპირდე და ...
ვერ შეგისრულო ,~
უ პ ი რ ო კაცად
ყოფნა არ მინდა !
4 . ბევრისთვის
ყველა სიტყვა ერთია ,
ღმერთო ! მოგვეცი
ერთგულთ მატება ...
რადგანაც ,, ს ი ტ ყ ვ ა ~
თავად ღ მ ე რ თ ი ა ",~
ს ი ტ ყ ვ ა ს
არასდროს ეღალატება !
ელგუჯა ციგროშვილი .
ქ . თესალონიკი .
9 . 08 . 2025 წელი .

Thursday, August 7, 2025

ნუთუ ვერ ხვდები (სატრფიალო ლირიკიდან)

ნუთუ ვერ ხვდები

ამ შემოდგომის ღრუბლიან ცაზე
როგორ შენიშნე ვარსკვლავთა კრთომა,
ვით დაინახე შენ ჩემი სახე,
გადაყვითლებულ ხეთა კორომთან.

თითქოს აღარ ჩანს შუქი თვალებში,
შენ მაინც ხედავ, ელვა რომ კრთება,
ნუთუ ვერ ხვდები, შენ გემალები,
ცამ არ ინება, რომ ვიყოთ ერთად.
მაია დიაკონიძე
7.08.2025 წელი


ბებიას ლოცვა (პატრიოტული)


ბებიას ლოცვა
ბებიას ლოცვა მომდევს მე კვალში,
გადამარჩინა, მე მგონი, იმან,
როგორ დავბრუნდე პაპების სახლში,
როგორ ვემთხვიო მის კედლებს ძვირფასს?!
ბებიაჩემმა დაართო ერთ დროს
ძაფი, შეღება ენდროთი წითლად,
იმ გორგალს უნდა ისევე ვენდო,
რომ ჩემს მიწაზე დავიდო ბინა.
გამოვაგორებ, იგორებს დიდხანს,
მას არ მოვწყვიტო უნდა მე თვალი,
ჩავეკრა მიწას, რაც ასე მიყვარს,
დე, შემეწიოს ჯვარ-ხატის ძალი..
მაია დიაკონიძე
7.08.2025 წელი



ავტ. ამირან გოდერძიშვილი, მაიკოს! (სახუმარო)

 ავტ. ამირან გოდერძიშვილი

მაიკოს!
(სახუმარო)

როგორ მინდა
ჩემიც, სხვისიც
მოფერება გაიგოს,
როგორ მინდა სასაუბროდ
ტელეფონი აიღოს,
როგორ მინდა.....
მაგრამ ჩვენთვის
არ სცალია მაიკოს!......
საქმიანი ქალია და,
ჩვენთვის უკვე არ იცლის...
....მე კი, ამ ლექსს 
ქარს გავატან,
თუმც ვერა ვთმობ 
ქარისთვის.....
ამიარან გოდერძიშვილი

ბედნიერი ვარ ავტ. ლევან მთავრიშვილი

 ბედნიერი ვარ შენით, შენ გამო...

მაგრამ კვლავ დარდის წვიმები მჩხვლეტენ...
შენ უჩემობა ღმერთმა შეგარგოს, -
თუკი დამიტანს ფიქრების ლეთე.
არ ვიცი, ახლა რა უნდა გითხრა,
რომ ყველა სიტყვა გულში მიწყდება;
ერთი შეხვედრა სიცოცხლედ ღირდა, -
ერთი ღიმილი არდავიწყებად.
ავტ. იცნობი
2022 წელი 4 აგვისტო

Friday, August 1, 2025

სალაღობო-სახუმარო, კოცნა (სიმღერა), დაწერა გიული ერგემლიძემ

სალაღობო
(სიმღერა)
ტუჩი ტუჩთან მოგიტანე
და მინდოდა შენი კოცნა,
ტუჩი რომ არ მომაგებე,
ამან ძლიერ გამაოცა,
შენ მითხარი, რა დროსია
ან კოცნა და ანდა ფლირტი,
როცა თმებში ჭაღარა გვაქვს,
თვალებში კი სახლობს ბინდი.
მაგრამ შენმა სილამაზემ
განა მომცა გასაქანი,
ამასა გთხოვ, მითავაზე
შენთან ერთი პაემანი.
მტკვარზე ერთ დიდ ნავში ჩავსხდეთ
და გვარწევდეს ტალღა ოდნავ,
დიდ სიყვარულს, ჩემო კარგო,
განა კი აქვს დრო და მოდა?!
მაია დიაკონიძე
1.08.2025 წელი