Thursday, May 22, 2025

უფალი შენთან! ავტ. ელგუჯა ციგროშვილი ახალი წიგნისთვის

 ,,უფალი შენთან!

დღეს სუნი მეცა გაზაფხულის,
სიცოცხლის სუნი,
დანისლულ თვალებს სიხარულის
ცრემლი დასდინდა...
ვთქვი: ცისქვეშეთში ღვთის ნაბოძვარს
არ დასდო წუნი
და ის შეირგე, რაც გერგუნა,
მეტი არ გინდა.
ხვალე მეტს მოგცემს, თუ ჩაგთვალა
ღირსად ამისა,
კეისარს მისი, შენ კი შენის
ღირსი გახდები...
არსად დაკარგო ღირსება და
წონა თავისა,
ნურც საკუთარ თავს, ნურასდროს ნუ
გადაახტები!
იგრძნობ, – შენი მზე გაგინათებს
უფსკრულებს სულის,
ნახავ, – შენს ვარდზე ბულბული რომ
შემოფრინდება...
,,უფალი შენთან!" მოიმედევ ამ
გაზაფხულის,
ხვალინდელი დღე, – ცისკარივით
ამობრწყინდება!
ელგუჯა ციგროშვილი
ქ . თესალონიკი
6. 02. 2025 წელი

Wednesday, May 21, 2025

სახუმარო

 სახუმარო

არც მონა ვარ, არც ყმა ვინმეს,
თუ ვაკეთებ სუფთა გულით,
რომ ვეწიო ზეცას ცისფერს,
აღარ ვნახო დაჩაგრული.
თავხედობას თავი მისცეს, -
არ ვურჩევდი მე არავის,
ათოსს, პორთოსს გამოვიწვევ,
დარტანიანს და არამისს.
მაია დიაკონიძე
19.05.2025 წელი

გადადებული არის

გადადებული არის!
შენი რწმენა თუ დავკარგე,
რწმენა დავკარგე ხვალის,
ექიმი მიწერს ანამნეზს, –
გადადებული არის.
აღარ მსურს ფიქრი ამაზე,
ნაკლებობას ვგრძნობ ძალის,
მზე ჩაესვენა არმაზზე,
ყელს გამჩხერია ძვალი.
შენი რწმენა თუ დავკარგე,
რწმენა დავკარგე ხვალის,
ექიმი მიწერს ანამნეზს, -
გადადებული არის.
მაია დიაკონიძე'
20.05.2024 წელი

ქარივით გადაგივლიან

ქარივით გადაგივლიან
გაუფასურდა ყოველი,
რაც სიტყვის ძალით მივლია,
ხელში უჭირავთ მოლბერტი,
ქარივით გადაგივლიან.
ახალ შტრიხებს და ქმედებებს
აღგიბეჭდავენ პორტრეტში,
მერე სდიე და ეძებე,
კაპულეტი თუ მონტეგი.
ღმერთო, მომეცი გაძლება,
სიმივით სულ ვიხმიანო,
და ცუდუბრალო ბრალდებებს
სიმართლით შევეხმიანო.
მაია დიაკონიძე
18.05.2025 წელი

Monday, May 19, 2025

არ მიყვარს მოწყვეტილი ყვავილი

არ მიყვარს მოწყვეტილი ყვავილი

მოწყვეტილი ველს ყვავილი —

ადრე წასულ ბავშვს მაგონებს,
მინდორ-ველში თუ გაივლი,
მის სიმღერას გაიგონებ.

ის სურნელი, მას რომ ახლავს, —
საკმევლის სუნ-შერეული,
ქარს გადააქვს, თითქოს მარხავს,
ჰანგებია შორეული.

ვარდი იყოს, თუნდა ია,
მიაძინებ ხელისგულზე.
სილამაზე თუ მკვდარია,
აღტაცებით რაღად უმზერ.

იქ დატოვე, სადაც ლაღობს,
მოეფეროს მზეც, ღრუბლებიც...
სილამაზე გულებს ალღობს—
შედევრია ის ბუნების.

მინიმა (არც მონა ვარ...)

 არც მონა ვარ, არც ყმა ვინმეს,

თუ ვაკეთებ სუფთა გულით,

რომ ვეწიო ზეცას ცისფერს,

აღარ ვნახო დაჩაგრული.


თავხედობას თავი მისცეს,

არ ვურჩევდი მე არავის,

ათოსს, პორთოსს გამოვიწვევ,

დარტანიანს და არამისს.





ძაღლი, ავტ. ელგუჯა ციგროშვილი

 

ძაღლს!

 

ის ერთგულია უთქმელი ფიცის,

ხელის სითბოს გრძნობს და უხარია...

თუმც „მეგობრობა“ სიტყვა არც იცის, –

მაინც ერთგული მეგობარია!

თვალებში უდგას სევდის მორევი,

ალალად იცის საქმის კეთება,

თუნდაც არ იყოს მისი მომრევი,

კაცის გულისთვის ლომს ეკვეთება!

ადამის მოდგმის ერთგული მცველი,

ჩვენთვის უკუნეთ ღამის მთეველი...

შენ მოუმართე უფალო ხელი,

მიეც სიკეთე დაულეველი!

 

ქ. თესალონიკი, 24.02. 2018 წელი