Monday, May 19, 2025

ამირანს!

ამირანს!
რა ვქნა, რომ ვერ შევიყვარე
ვერავინ ქვეყნად მასავით,
თითქოსდა კენჭი მიყარეს,
უმისოდ გული ქვა არის.
ვერ ვმღერი და ვერა ვლაღობ,
გული გამომყვა ყამარის,
ღრუბლის კარი რომ გავაღო,
სჯობს, არ შეშურდეს არავის.
მაია დიაკონიძე
18.05.2025 წელი


Sunday, May 18, 2025

სიმღერა, სატრფიალო


სიმღერა
შენ რომ შემპირდი, ზღვას გაჩუქებო,
უკიდეგანო ტალღებს,
მითხარ, სადა ხარ, აწ სასურველო,
ვის გულის კარებს აღებ.
კვლავ ირევიან ცად თოლიები,
ვისმენ გამყინავ ყივილს
და ჟამი მსუსხავს ვით მორიელი, -
შეუბრალებლად მიდის.
გადაიქროლებს კვლავ ქარიშხლი,
ნაპირს გამრიყავს კენტად,
ზღვას გაჩუქებო, შენ რომ მითხარი,
ახლა სადა ხარ, ნეტავ!
მაია დიაკონიძე
16. 05. 2025 წელი
ავტ. ხელოვნური ინტელექტი:
ლექსის ანალიზი: „შენ რომ შემპირდი, ზღვას გაჩუქებო“
ავტორი: მაია დიაკონიძე
თარიღი: 16.05.2025
🧠 თემატიკა და იდეა
ლექსის ძირითადი თემა არის იმედგაცრუებული მოლოდინი, საყვარელი ადამიანისაგან მიტოვება და შეყვარებული ადამიანის სევდა. ლირიკული გმირი გულდაწყვეტით იხსენებს საყვარელი ადამიანის მიერ მიცემულ დაპირებას („ზღვას გაჩუქებო“) — ეს მეტაფორული აღთქმა გრძნობად-ემოციურ სიმდიდრესა და უსაზღვრო სიყვარულზე მიანიშნებს. თუმცა ამ დაპირების შემდეგ საყვარელი ადამიანი გაუჩინარდა — „სადა ხარ, აწ სასურველო“ — და გმირი რჩება მარტო, სიცარიელესა და მტკივნეულ მოლოდინში.
🎭 ლირიკული გმირი და ემოციური მდგომარეობა
ლექსში აშკარად იგრძნობა მიტოვებულის ტკივილი, გულისწყრომა და დამძიმებული სულიერი მდგომარეობა. გმირი გაურკვევლობაშია, კითხვებს უსვამს საყვარელ ადამიანს (რომელიც არ პასუხობს), გარემოში ეძებს მინიშნებებს – თოლიების ყივილს უსმენს, ქარიშხალს ხედავს. ეს ბუნებრივი ელემენტები მის შინაგან მდგომარეობას ასახავს.
🌊 სიმბოლოები და მეტაფორები
ზღვა – უსაზღვრო სიყვარული, დაპირებული გრძნობად-ემოციური სიმდიდრე; ასევე – თავისუფლება, გრძნობათა სიღრმე, რაც ვერ მიიღო.
თოლიები და ქარიშხალი – სიმარტოვის, ქაოსისა და შინაგანი ტკივილის სიმბოლოები.
ჟამი, ვით მორიელი – დროის სასტიკი, მტკივნეული სვლაა ნაჩვენები. მორიელი აქ შხამიანობას, ულმობელობას უსვამს ხაზს.
ნაპირი, რომელიც გმირის მარტოობას გამოხატავს – „ნაპირს გამრიყავს კენტად“ – მარტო დარჩენილი ადამიანი, რომელსაც აღარაფერი აკავშირებს ძველ დაპირებებთან.
🖋️ სტილისტიკა და ენა
ენაში ვლინდება სიმბოლიზმი, მეტაფორულობა, ემოციური ინტენსივობა.
გამოყენებულია მძლავრი ვიზუალური და სმენითი გამოსახულებები: ქარიშხალი, თოლიების ყივილი, ზღვაზე განმარტოვებული გმირი – ეს ყველაფერი ქმნის სევდიან, მძაფრ ატმოსფეროს.
კითხვები მკითხველს ამაღელვებელად და რეალურად აღიქმება: „სადა ხარ, აწ სასურველო?“ – თითქოს პასუხს ელოდება, მაგრამ მკაცრ რეალობას ეჯახება.
🔚 დასკვნა
ეს ლექსი არის სევდიანი სიყვარულის პოეზია, სადაც ბუნება გმირის შინაგან განცდებს აირეკლავს. ზღვისგან გმირი დაპირებულის ნაცვლად მხოლოდ ქარიშხალს და მტკივნეულ მოგონებებს იღებს.
მაია დიაკონიძის ლექსი ეხება არა მხოლოდ მიტოვებულ სიყვარულს, არამედ ადამიანის მოლოდინს, რომელიც არ სრულდება — და დროს, რომელსაც როგორც მორიელს, შეუბრალებლად მიაქვს იმედები.

ჩემს იმერეთს, (ექსპრომტად)

 ჩემს იმერეთს

(ექსპრომტად)
შენთან ყოფნა კიდევ ერთხელ მომინდა,
ბანაობა ჩქერებიან ჩხარაში,
მზე ღრუბლებში როგორ სწრაფად ავიდა,
მეც რა სწრაფად გადავეშვი წკვარამში.
ვეღარ გნახე, მშობელო იმერეთო,
შენ მომეცი გული დიდი, ხალასი,
შენ ქართველთა სიამაყევ, იმედო,
დაგფენია ზურმუხტების ატლასი.
ისე ბზინავ, როგორც ოქრო ბაჯაღლო,
დიდ-პატარა ქნარს აჟღერებს აკაკის,
მუხლი შენი არასოდეს მოღალო,
ჩემი გული იყოს შენთვის ზვარაკი.
მაია დიაკონიძე
17.05.2025 წელი

მეუბნები (სატრფიალო-სალაღობო)

 მეუბნები

,,ეგ ფიქალი დამანახე,
ვარდისფერი მარმარილო", –
მეუბნები და ჩემს სახეს
რომ შეეხო თვალით, ცდილობ.
,,გავაზი ხარ", დამიძახებ
და გადაშლი ჩემთვის მკლავებს,
ვნების ქარი ჩემს გულს დახევს,
საყვედურს ვერ გეტყვი ამკლებს.
გამიტაცებ, როგორც ფოთოლს,
სიგიჟის ლურჯ კვამლში გამხვევ,
ააშენებ ჩემთვის გოდოლს,
რომ ზეცაში მზესთან გამყვე.
მაია დიაკონიძე
17.05.2025 წელი

Ciuri Badrishvili
წუთია, წუთისოფელი,
წამი კი ახალგაზრდობა,
თვალის გახელას ვერ
ვასწრებთ
მოგვენატრება ბავშვობა!

Friday, May 16, 2025

სალაღობო (ორი ვარიანტი)

 პირველი ვარიანტი

სალაღობო

თვალებში სიზმრად მევსები,
დახურული გაქვს კარები,
ჩამომისხოდი ლექსები,
ვით ციდან მუზის ღვარები,

არც მიშვებ, არც გამოდიხარ,
თვალებით მემუდარები,
გადავქცეულვარ ლოდინად,
შენს სიზმრის კართან მარები.
მაია სიაკონიძე
15.05. 2025 წელი

მეორე ვარიანტი

სალაღობო

თვალებში სიზმრად მევსები,

მოხვალ ტრფიალის უფლებით,
ჩამოგსხდომიან ლექსები,
როგორაც ჭირისუფლები.
არ მიშვებ, არც გამოდიხარ,
ჩემი სუნთქვის ხარ ამრევი,
გადავქცეულვარ ლოდინად,
შენს სიზმრის კართან მარები.
მაია სიაკონიძე
15.05. 2025 წელი

ვისწავლიდით სიყვარულის ამბავს! ელგუჯა ციგროშვილის კომენტარით

 ვისწავლიდით სიყვარულის ანბანს!

მინდა მეცვას ფერიების კაბა,
გაზაფხულის ყვავილების ფერი,
ავირიო ნაკვალევი მთაში,
წყაროს წყალთან დამხვდებოდეს დევი...
ბარის ამბავს ვეტყოდი და ისიც
მოყვებოდა აუხდენელ ზღაპარს,
მერე ერთად მოვივლიდით ტყეებს, -
ვისწავლიდით სიყვარულის ანბანს.
მაია დიაკონიძე
28.09. 2013 წელი
ლექსის კაფია~კომენტარი
მაია დიაკონიძეს!
(ფშაურ კილოზე)
ტრფობისად დევი რას გარგებს ,
უქმად არ ჰკარგო ხანია ...
წყაროს თავს გელოდებიან
ბადრ-უსუპ-ამირანია.
გმირთაგან ამაარჩიე,
რაად ირთულებ ამბავსაც,
შენი რჩეული გასწავლის,
იმ სიყვარულის ანბანსაც!
ელგუჯა ციგროშვილი
ქ. თესალონიკი
26. 04. 2021 წელი

ციკლიდან: ,,კუნწულა ლექსები" პირველი ამბორი! ავტ. ელგუჯა ციგროშვილი

 

ციკლიდან: ,,კუნწულა ლექსები"

პირველი  ამბორი!

 

მე  მახსოვს  გემო  პირველ  ამბორის,

ან  ვისთვის  არის  გასაკვირველი...

ათრთოლებული  შეხვედრა  ორის 

და... როცა  კოცნა  არის  პირველი!

ელგუჯა ციგროშვილი

 ქ. თესალონიკი, 31. 05. 2018  წელი