Thursday, May 2, 2024

ნუ შეახოცავ ცოდვიან ხელებს!

ნუ შეახოცავ ცოდვიან ხელებს!
ნუ შეახოცავ გასისხლულ ხელებს
ერს, სიყვარული რომ მოგცა დიდი,
კიდევ სად ნახავ ფირუზის ხევებს,
სად ნახავ, როგორ ყვავილობს შინდი.
სად ნახავ ლურჯ ცას, ან ცას იისფერს,
სად ნახავ ამდენ ვარსკვლავს და მნათობს,
ეს უკვდავების ნიშნად მიიღე,
შენი სამშობლო თავის თავს განდობს.
ნუ გაუმტყუნებ დედას იმედებს,
მიხედე შენს სისხლს, ჯიშსა და გვარტომს,
თორემ სიცოცხლის ბოლო სიკეთედ,
აქ სიკვდილს ყველა ქართველი ნატრობს.
მაია დიაკონიძე
2.05.2024 წელი
შეიძლება იყოს 1 ადამიანი, მოღიმარი and მაქმანი გამოსახულება
ყველა რეაქცია:
ლია ლევაურელი ჭიღლაძე, ლელა გოგიტიშვილი და 2 სხვა პიროვნება

Wednesday, May 1, 2024

რამდენი ისე წავიდა

 რამდენი ლალი, მარგალიტი ყრია ტრამალზე,

რამდენი კიდევ დაიყრება, სანამ ჩავა მზე,
არავის უკვირს, აქ რომ სისხლი იღვრება ისევ,
საწუთისოფლო ბაღებიდან სატანა გვიმზერს,
რომ გაგვაბრუოს მთვარის შუქზე ოქროს ბრჭყვიალმა,
რამდენი ისე წავიდა, რომ ვერ ეზიარა.
მაია დიაკონიძე
1.04.2024 წელი

ძმა არ გვინდობდა

ძმა არ გვინდობდა
ძმა არ გვინდობდა, ძმა გგვლეჯდა და
ძმავე გვპარავდა,
ალბათ, ამიტომ საქართველო
დაპატარავდა,
ძმას ვით ებრძოლო, როგორ ჩასცხო
სახეში მუშტი,
კაენის არა, აბელის ძეთ
ძალიან უჭირთ.
ძმა არ გვინდობდა, ძმა გგვლეჯდა და
ძმავე გვპარავდა,
ალბათ ამიტომ საქართველო
დაპატარავდა,
მაია დიაკონიძე
1 მაისი, 2024 წელი

Tuesday, April 30, 2024

ეს გამარჯვება

ეს გამარჯვება
ეს გაზაფხულიც მიიწურება
და დამშვიდდება სისხლი გრძნეული,
სადღაც შორიდან მზე იყურება,
ჩვენში კვლავ ცოცხლობს ერი რჩეული.
განა მდინარის ვერ ვხედავთ კამკამს,
ან ჩანჩქერების ვერცხლის ბროლებას,
აზიდავს ზეცა მზაღოის წამწამს,
კავკასის მთებთა გამოყოლებას.
ვით გადაჯიშდეს ქართული გენი,
როცა მიაპობს ლაჟვარს იაბო,
დღეს გამარჯვება თუ არის ჩვენი,
ქართულმა ზეცამ სულ იკიაფოს.
მაია დიაკონიძე
30.04.2024 წელი

Monday, April 29, 2024

მინიმა

 ბაბუაწვერით მოქარგულ ველზე,

მიმოდიოდა ყვავი,
ყვავი-ყრანტალაც სცნობს თურმე, ღმერთო
მზისფერ, უბადლო ყვავილს.
მაია დიაკონიძე
28.04.2024 წელი

ვერ შევამჩნიე! (სიმღერა დაწერა გიული ერგემლიძემ)

ვერ შევამჩნიე!
ვერ შევამჩნიე, როგორ დავცლილვარ,
ვით ვიცლებოდი, კვლავ დავიცლები,
ჭურჭელი მხოლოდ სევდით ავსილა,
იქნებ, სიცოცხლე დამრჩა მცირედი.
უნდა მოვასწრო, რაც ვთქვი ან ვერ ვთქვი,
სტრიქონ- ბწკარებად ვწერო დაფაზე,
რადგან ცხოვრება მოგვეცა ერთი,
პორტრეტის ყველა შტრიხი დავხაზე.
რომ ყველა კენჭი, რაც ხელში მედო,
ჭრელი თუ სადა, თეთრი თუ შავი,
არ თხოულობდეს განსჯას და მენტორს,
ვაქციე იად, უგალობს შაშვი...
მაია დიაკონიძე
29.04.2024 წელი

ვწერო რაზე?!

ვწერო რაზე?!
მინდა ლექსი რომ დავწერო,
მაგრამ ვწერო რაზე?
ვისმენ, როგორც მაღლა წერო,
ყალბ, უგულო ფრაზებს.
დავიბადეთ, რომ გვიყვარდეს,
შევეწიოთ ერთურთს,
ზოგი თავს არ გაგიყადრებს,
ემსგავსება სეთურს.
მინდა ლექსი რომ დავწერო,
მაგრამ ვწერო რაზე?
ვისმენ, როგორც მაღლა წერო,
ყალბ, უგულო ფრაზებს.
მაია დიაკონიძე
28.04.2024 წელი
არქიფო სეთური - აპოკალიფსური მხეცი ადამიანის სახით ჭაბუა ამირეჯიბის ,,დათა თუთაშხიას" მიხედვით