მედეა
- ჩემია და ჩემია, - გაიძახის მედეა,
ჩასაცმელი ბევრი აქვს, სახლში აღარ ეტევა,
-
უწილადე მეგობრებს, რაღად გინდა ამდენი?!
გამოივსო კარადა ქუდებით და კაბებით! -
მედეას კი არ ესმის თითქოს ბებოს ნათქვამი,
თავს იწონებს ქუჩაში ქუდით ძალზე ახალით,
ერთხელ ქარი მოფრინდა, შემოაღო კარები,
სულ ქუჩაში გაფინა ქუდები და კაბები.
მაია დიაკონიძე
23.07.2018 წელი