Monday, May 8, 2023

თუ კი მატირებ, მატირე... (ხალხურ მოტივებზე)


თუ კი მატირებ, მატირე... 
(ხალხურ მოტივებზე)

თუ კი მატირებ, მატირე 
გულს მოწოლილო ღრუბელო,
სათქმელი გამიადვილე,
ჭირში მყოფთ ლექსი ვუმღერო,
ჩავყვე არაგვის ნაპირებს,
ცხენი გავხედნო უბელო,
ხოშკაკალს თუ დააპირებს,
მთის ვარდ-ყოილებს ვუშველო.
სული რომ კბილით მიჭირამს,
მტერმა არ იგრძნოს გუმანით,
ესეც ერთგვარი ნიჭია, -
ჭირთთმენა სოფლის სტუმარის.
მაია დიაკონიძე
8.05.2023 წელი


 ყველა ფერი ძირს ჩამომეღვარა, თუ რამე მქონდა,

მივეცი ბალახს, ყვავილს, ალვას, ფუტკარს და ტირიფს,

ეტარებინა ცისარტყელა სხვას,  ყველას ჯობდა,

ფერადი ცრემლი არ სჭირდება უმწეოდ ტირილს.




ცრემლი მდიოდა, მე წრფელი ცრემლი,
ნეტავ, ამ ცრემლებს თუ კი,აქვს ფასი,
ნუმც დარჩენილა სამყაროს ფერფლი.
თუ კი ერთმანეთს ჩვენ დროში ავცდით.
თუ კი ცხოვრებამ კვლავ გამიმეტა,
დაადო გრნობებს მტვერი და ჟანგი,
და იმ დროს მოწყდი ზეცას კომეტად,
როცა მე ასე ძლიერ მიყვარდი.

შენ წინ წახვედი (სატრფიალო)

 შენ წინ წახვედი, მე დავრჩი უკან,

არც მოიხედე, ისე დამტოვე,

მოვედი წვიმად, თოვლად და ბუქად,

რომ აღარ გეგრძნო შენ სიმარტოვე. 

სახეზე, ხელზე დაგადნებოდი,

როგორც უცხო და ნაზი ყვავილი,

აღარაფერი იყო ჩვენ შორის,

იკარგებოდა დრო და მანძილი.

შენ გაოცებით შემომცქეროდი,

სულს მიბერავდი, გინდოდა კოცნა,

ვიცი, რომ მუდამ მე ერთს მელოდი...

ვეღარ შევძელი, ძვირფასო, მოსვლა.




Sunday, May 7, 2023

თუ მოხვალ! (სატრფიალო)

თუ მოხვალ!
დრო-ჟამი უწყალოდ ედინება და
დარდებმა შემახსენეს ისევ თავი,
მე რომ გიცდიდი ნაპირებთან,
მზის ჩასვლას რაზედ ვერ დაასწარი.
დაღამდა, სხივადაც ვერ მოხვედი,
ღამე დამირჩა კუნაპეტი,
ოცნებებს ცხვრის ფარად მოდენიდი,
დავმარხე სურვილების უნაბები.
შავია და შავი სიზმრებია,
მზის სხივად იქ მაინც თუ კი მოხვალ,
მკლავები ოცნების ირმებია,
ღამისგან რომ უნდათ გამოსხლტომა.

მოხვალ და მაგ ყელზე მოგეხვევი,

ერთად ავისრულებ სპეტაკ ნატვრებს,

არასდროს გამიშვა ეგ ხელები,

სიცოცხლის წყურვილს რომ ასე მმატებს.

მაია დიაკონიძე
7.05.2023 წელი


,


რომ გყვარებოდი, ავტ. მანანა ჩიტიშვილი

 რომ გყვარებოდი

დღენი არ მქონია შაქარ-ყანდის,
ავად ვარ,
ვინ იცის,თუ რა სენით...
რატომ, ან რის გამო
არ გიყვარდი,
აქამდე
ვერა და ვერ ავხსენი.
შხამს ვსვამდი
თასით,თუ ბოკალიდან,
ქარიშხლის ვუსმენდი
შმაგ არიებს,
ასე უღვთოდ როგორ
მომკალი და
ასე რანაირად გადამრიე.
გრძნობა,
გულისგულში მიმალული,
მზეც იყო, ლენცოფაც და იოდი...
ისე გაგიმხილე სიყვარული,
თითქოს ეშაფოტზე ავდიოდი.
დრომ ვერ შემაჩვია ცდას და ლოდინს,
სული სანთელივით მიქრებოდა...
თუმცა შენ რომ მაშინ გყვარებოდი,
აღარც ეს ლექსები
იქნებოდა.








All reacti

მინიმა

 რომ არ გიყვარდი, 

არ გიყვარვარ,

მე უკვე მივხვდი

და ვინც გიყვარდა, 

ვინაც გიყვარს,

იმან გაამოს!