Sunday, May 7, 2023

ნეტავ... (სატრფიალო)

 ნეტავ სურვილად რად გადავიქეც,

როგორც მარტის ია, ავყვავდი,
ზედ ასე როგორ დამაქციე,
ღმერთო, ლურჯი ფერი ამა ცის.

ნეტავ კაქტუსი ვყოფილიყავ,
უზადო დედოფალი უდაბნოს,
აბა, ეს რომელი ყოილია?!
არავინ იკითხავდა უდაოდ.

მე კი, მე კლდის თავზე ამოვედი,
გულიც მეგონა კლდისა მაქვს,
არა და შემოხედვა მინდა ერთი,
მოკითხვა მომიტანო მზისაგან.

დუმილი შამომჩვევია

 დუმილი შამომჩვევია!

(ხალხურ მოტივებზე)
დუმილი შამომჩვევია, შამოსჩვევია არაგვსაც,
მივალ, დუმილით შავხედამ მის შემოგარენ-ალაგსა,
აღარ ჰყოიხართ ყვავილნო, ან რაა გასაკვირია,
უკვდავების წყალს არ გვაწვდის ზეციდან ბრძენი კვირია.
სადღაა ხალარჯობა და ტოტებით ქოხთა შენება,
მთიელთა გადაძახილი, ღამ-ღამ ვარსკვლავქვეშ თენება,
ხმელთმოურავი გაგვიწყრა, მსხვერპლსა აღარა მწირავთო,
შამწირველი კი არა ჩანს, სხვად გადასულა ბინადო.
მაია დიაკონიძე
7.05.2023 წელი

კვირია — ქართულ მითოლოგიაში ღვთაება. აღმოსავლეთ საქართველოს მთიელთა წარმოდგენით კვირია ლოკალური სათემო ღვთაებების - ხვთისშვილთა წინამძღოლია, უზენაეს ღმერთსა და ადამიანებს შორის შუამავალი და სამართლის შემოქმედი. მისი ეპითეტებია კარავიანი და ხმელთმოურავი. კვირიას პატივსაცემად ეწყობოდა დღესასწაულები კვირიცხოვლობა, ხალარჯობა ღამისთევით, მსხვერპლის შეწირვით და საკულტო ნადიმებით. დღესასწაულების დროს მწვანე ტოტებით ქოხებს აშენებდნენ.




 სანამ ვიტირე და დაგიტირე,

მანამ მონატრების დროა,

წვიმა ჩამომკიდებს ცრემლის მძივებს,

ამასობაში ხომ მოხვალ.

მოხვალ, როგორც თერგი, აურზაურს ატეხ,

შენი გამიჩნდება ნდობა,

მერე უშენობის ვეღარ ვნახავ საშველს,

იქნებ არ დამტოვო ობლად.

ცრემლი დამეკიდა ახლა ძოწის ღაწვებს,

მავლებს მარილიან გვირისტს,

როგორ გადავიტან ახლა უშენობას,

ვიცი, ცის კარებთან მიცდი.

,


Saturday, May 6, 2023

სატრფიალო ლირიკა, კუნწულა ლექსები, ავტ. ელგუჯა ციგროშვილი

 

ჩამოგიკოცნე...

 

წარსულს ვჩხრეკავდი, შემომეფეთა,

სითბოთი სავსე შენი თვალები,

ისე ძალიან მომნატრებიხარ,

ჩამოგიკოცნე ,,ჩემი“ ხალები!

ქ. თესალონიკი, 13.03. 2016 წელი

           -----------------------------

ციკლიდან: ,,კუნწულა ლექსები"

რატომ ავობ?!
(ფშაურ კილოზე)

აყვავილდა მთა და ბარი,
რატომ ავობ ჩემთვის მარტო?!
სხვები ყველა წყვილად არის,
მე სიზმარშიც ვრჩები მარტო.

რად მარიდებს ნეტავ პირსა,
დედოფალი გაზაფხულის,
შემწედ არვინ არ მაღირსა,
დამწყვილებლად ობოლ სულის!
ელგუჯა ციგროშვილი
ქ. თესალონიკი, 6. 03. 2021 წელი

დადგება ჟამი

იყო დრო, როცა გიკრეფდი ვარდებს,

შენთვის მინდოდა ყველა ღიმილი,

ნუ ფიქრობ, მარტო რომ ებრძვი დარდებს,

მეც მტკივა შენი ყველა ტკივილი.


არ მიცხოვრია უშენოდ წამი,

ვეღარ ვივიწყებ ბაგეს გოლეულს,

ალბათ, დადგება საჩემო ჟამიც,

ნამდვილით შევცვლი ფიქრის ორეულს.


ქ. თესალონიკი, 22. 05. 2013 წელი


ციკლიდან: ,,კუნწულა ლექსები"

ღამეა, მთვარის ცელქმა სხივებმა
უკვე ჩარეკეს ხევში წყვდიადი
და გადმოგორდა მთების იქიდან
მთვარე, ვით მეკვლის ბედის ხმიადი.

ქ. თესალონიკი, 24.10. 2012 წელი

----------------------------------

სხეულში გრძნობები ვეღარ დაეტია,

ტრფობისკენ გვიხმობენ სურვილის ზარები,
ასეთ დროს ,,მესამე" ყოველთვის მეტია,
ჩავკეტოთ გულების ოთხივე კარები.

ქ. თესალონიკი, 1.05. 2022 წელი
-------------------------------

ფიქრში თუ ცხადში,
ფინჯანშიც კი შენ ამოდიხარ,
ამ ეგოისტურ შემოჯარულ ფიქრებს რა ვუყო?!
უძვირფასესი და ბაჯაღლო ოქროს ზოდი ხარ,
არ შემიძლა შენი თავი ვინმეს გავუყო!

30.07. 2016 წელი

---------------------------------

გულში მოლოდინის გიზგიზა ცეცხლია,
გვჯერა, სიყვარული მოდის მუდამ ძნელად.
ვფიქრობთ, ჩვენი ოქრო მარტოდენ ვერცხლია,
კვლავ მიწის თხრას ვიწყებთ ოქროს საპოვნელად.

10.09. 2016 წელი

---------------------------

ერთი ლექსის კომენტარად

ეჭვები თიშავს და არ აერთიანებს,
ფრთებს აჭრის ზეცისკენ გაფრენილ იმედებს...
ზაფხულში სიოზეც თუ იეჭვიანე,
ცხადია, ვიღაცას სიცხისთვის იმეტებ.

ქ. თესალონიკი, 02.02. 2016 წელი

----------------------------

ციკლიდან; ,,კუნწულა ლექსები"

სამყაროსავით უსაზღვროს ა ემ ხელებში გიტევ,
დაუსრულებლად ჩაგკოცნი... მერე კიდევ და კიდევ,
მშიოდეს შენი ფერება და არ გამაძღოს ღმერთმა,
ამ ლექსის მშვენიერება მხოლოდ შენ იცი ერთმა.

ქ. თესალონიკი, 14.09. 2012 წელი

-----------------------
ციკლიდან: ,,კუნწულა ლექსები"

არის დღეები, წლებში რომ გასცვლი,
რომლებიც მარად გემახსოვრება,
ოცნების ჭურებს ბოლომდე დასცლი,
და თვლი, რომ ღირდა ქვეყნად ცხოვრება.

ქ. თესალონიკი, 06.06.2016 წელი







Friday, May 5, 2023

მარი ჟღენტის ლექსის კომნტარად

ჩუმად გეტყვით საიდუმლოს
(საკვირაო ხუმრობა-პასუხი მათ,
ვინც მეკითხება: ადამზე ხშირად რად წერო?)
********************************************
ახლა მკითხეს: რატომ წერო,
ყელზე გადგას ბრაზის ნერჩი?
- რატომ გინდათ გამაჩეროთ?
დაბადებით... ადამს ვერჩი.
- სულ ადამზე რატომ გვეტყვი?
გადადიხარ კალმით ყირას...
- იმიტომ რომ, მაგის ნეკნი
გულის კოვზთან გამეჩხირა.
ათასი წლის ფიქრის შლილით
ვერ ვინელებ ბოღმას ჯერაც,
ეგ არ იყო პირველშვილი,
მამას რომ არ დაუჯერა?!
რა აზრი აქვს ახლა ბჭობას?
თუნდაც დავწვა ლექსის ჩვრები,
რადგან ვიცნობ მის „ბიჭობას“,
ევა ვარ და... ევად ვრჩები!
შემცივდა და... თვით ჩავიცვი
ფეხთ ბალახი, ტანზე ია,
მაინც მასზე - კარგად ვიცი, -
ძვირფასი ვინ გამაჩნია?!
ევად ვრჩები - ამ გულს გავშლი -
რაც უნდა ვთქვა, ევა ვარ და...
მ-ზეს - სამოთხე!
ადამს - „ვაშლი“!
მე? -
ადამი შემიყვარდა!
*************************
მარი ჟღენტი

05.05.2023

ჩემი კომენტარი: 

სულში მაინც ადამს ვეტრფით, 

რაც არ უნდა გვქონდეს ცილი,

და იმ ვაშლის ერთი კბეჩით,

კი დაგვადგა გასაჭირი.

ერთი იყო, ერთადერთი,

ჩვენც მოცილე არა გვყავდა,

მერე ადამს, ჩვენდა ჭირად, ~

სულ სხვა ვინმე შეუყვარდა.

იმ სამოთხეს კი მივტირი,

შევიკაზმე თუმცა თვითონ,

სამოთხეში დაგვაბრუნონ, 

ღმერთისაგან ამას ვითხოვ.

,


ლექსო!

 ლექსო,  სულში ძვრები ჯიხათივით,

კედლები ნელ-ნელა იგება,

რასაც რომ მწერდი და მიქადიდი,

ვერ ავცდი იმ დანის პირებსაც.

ლექსო, ხანჯალს ნუ ატრიალებ,

ნუ ფლეთ ამ გულის პერანგსაც,

თორემ ამ ჩემს სულს სატიალეს,

შევწირავ იმ ცისფერპერანგას.


"ჯიხათი" ძველკოლხური ტოპონიმია და "საციხურს" ნიშნავს. ჯიხა (ციხე) ერთ დროს სახლის ნაწილი იყო და გორა-სამოსახლოს ერქვა.

მაია დიაკონიძე

5.05.2025 წელი

იმ ლოდის უკან...

იმ ლოდის უკან ხვლიკი ცხოვრობდა,
მზეზე ბრჭყვინავდა ის ლილისფერად,
და დრო იმ ლოდთან როცა ომობდა,
გვირგვინს იდგამდა ის მზის სხივებად.

მზად იყო ჩემთვის გაეყო გული,
უმანკო სულის მცირე ნაგლეჯი,
და მისრულებდა ყოველგვარ სურვილს,
ძლიერ გვიყვარდა ჩვენ ერთმანეთი.

მაგრამ დამთავრდა ბავშვობა წრფელი,
ის ხვლიკიც გაქრა, აღარ ჩანს ლოდზე,
მე კვლავ ლილისფერ მეგობარს ველი,
ქარიშალი კი ქარიშხალს მოსდევს,