Thursday, November 17, 2022

 განა რა უნდა მითხრა ისეთი,

რომ გამაგიჟო, ვაჟო,

მინდა თვალები სავსე სიკეთით

ყოველ ცისმარე ვნახო..

მინდა ქარაფებს შემოვუაროთ

ერთი ქურანა ცხენით,

შენს დიდ სიყვარულს განა ვუარობ,

გული მომეცი შენი.





 როგორ მინდა, რომ გიყვარდე ძალიან,

დღე და ღამე მარტო ჩემზე ფიქრობდე,

და მეძახე ეგოისტი თუ გინდა,

რომ ვიღებდე სიყვარულის დიპლომებს.

მინდა შენთან გავიარო კურსები,

არ ხერხდება, ოჰ, რა დასანანია,

თანახმა ვარ, ონლაინის პირობებს,

და არა თქვა, გჭირსო რაღაც მანია.




Wednesday, November 16, 2022

 განა რა არის ეს ზამთარი, ახლოა უკვე,

და შემოდგომის თვალჭრელები დაგვრჩება ფიქრად,

ქარვაში, ძოწში არეული სუყველა ფერი

გაჰყვება ზამთრის პეიზაჟებს მაინც შავ ტიტრად.

სული რა არის, ლურჯ ზეცაში ეული წერო,

დახმარება და ცხონება რომ კაცთაგან მიაქვს,

და  ეს ლექსები, რაც გინდა რომ იკითხო, წერო,

ვერ დაეხსნები უსასობის ღამეულ მირაჟს.






გეფიქრებოდე, ავტ. როი სოხუმელი, ექსპრომტი, ავტ. მაია დიაკონიძე

 გეფიქრებოდე,

შემოდგომაც გვტოვებს... (გვშორდება),
გაღვიძება'ა დიდი ზამთრის...
თეთრის...
ხანგრძლივის...
ღმერთო.. (ამდენი სიალალე, როგორ ჭორდება),
ღმერთო,
რა იყო... ან, რა არის ჩემში მარტივი;
უსაკუთროა დავიბრალო, რომ ვთქვა: ,,ჩემია",
განშორება'ა ყველა დროის... ყველა სეზონის,
მყავდა სიცოცხლედ,
მყავდა თოვად,
მყავდა ფერიად,
სათუთ ნიღამებს მორგებული ეჭვის დემონი...
გაღვიძება'ა... გზები კვეთენ დილის სიცალეს,
რა დაცლილი ვარ,
რა სხვანაირ ფიქრთა თენებით,
მაგ თვალებიდან ჩემი სახე ამოიმშრალე,
ახლა არაფერს... (სულ'არაფერს შეეფერები).

როი სოხუმელი

ექსპრომტი (მაია დიაკონიძე)

მე შენს ხელებში ვისრისები, როგორც ფოთოლი,

ნაწილაკებად, ნაწილებად, ფერად, გამებად,

და აუხდენი, მიუღწევი შენ ხარ გოდოლი,

და მელოდება ერთადერთი — გარდაცვალება.

ვისთვის კიაფობს შემოდგომა - ტყეების ტევრი,

წვება ჩემს გულში ზურმუხტებად, ქარვა-ლალებად,

დამრჩება მხოლოდ ცივზამთარი, თოვლივით თეთრი,

სხვა არაფერი, შენს თვალებში გარდაცვალება.

მაია დიაკონიძე

16.11.1022წელი




და რა დიდია თურმე მარაბდა!

ო. რა პატარა ვყოფილვარ თურმე,
და რა დიდია  თურმე მარაბდა,
უკვე  თენდება, დღე დადგა უკვე,
ის გამარჯვება დროსთან დაზავდა.
გადაუვლიან ქარები ყორღანს,
ცოცხლდება მაშონ მეომართ სული,
და ხმა უწყდება ყვავსა და ყორანს,
ბოლო ეღება ქართველთა დუმილს.
მოაქვს ზარის ხმა ქარიშხალს, გრიგალს,
ყველა ქართველის შეაღწევს გულში,
კვლავ გაიმარჯვოს სამშობლომ, მინდა,
კვლავ აორძინდეს ქართული სული.



მინიმა

 ვჩქარობთ, კინჩხს ვიტეხთ, ყველაფერი გვინდა მოვასწროთ,

რომ ამ სამყაროს ჩვენ არ შევრჩეთ ეულ მძევლებად,

სულ ერთი წუთით, იქნებ ღმერთმა თვალი მოგვავლოს,

გაიოლდება ღამეების დღედ გათენება.

 

Tuesday, November 15, 2022

,,ხომ არ დაიღალე?!"

,,ხომ არ დაიღალე?!
ჩემს თავს ვეკითხები, - ხომ არ დაიღალე,
გაღმა ნაპირისკენ თვალი რად გიჭირავს?!
- თვალი რომ მოვკარი მშობლების სილუეტს,
ალბათ ის მათბობს და შორიდან მიზიდავს.
ჩემს თავს ვეკითხები, ხომ არ დაიღალე?
ჩაგიქრა თვალებში ელვარე ბაღჩები!
– არა, ალბათ მზეა უკვე გადასული,
მიტომ აღარ ვბრწყინავ, მზის გულზე არ ვჩნდები.
ჩემს თავს ვეკითხები, ხომ არ დაიღალე?!
დაღლასაც თავისი შნო და ელფერი აქვს,
– ჯერ კიდევ მიცქერენ ხასხასა ვარდები,
მაისში იმათი გაფურჩქვნის ჯერია.
მაინც ვეკითხები ჩემს თავს ,,დაიღალე?",
ცხოვრებას ეტრფიან მგოსნები, აშუღნი,
და როცა შენს გულშიც ბულბულნი მღერიან,
სიტყვა ,,დავიღალე", არ არის პასუხი.
მაია დიაკონიძე
15.11.2022წელი
შეიძლება იყოს 1 ადამიანი-ის წინა პლანი
Sofio Chelidze, Nana Charkviani და 29 სხვა
20 კომენტარი
1 გაზიარება
მომწონს
კომენტარის დატოვება
გაზიარება



,