რაა სიჩუმე, ორი გულის ძგერა, ფართხალი,
როცა უყვართ და ერთმანეთი ძლიერ სწყურიათ,
ოქრო არისო დუმილიო, თუა მართალი,
მაშინ გულებში ის ხმაური მხოლოდ მდგმურია.
არა ვარ მე თქვენი დედა, შვილებო,
მინდოდა კია, ვყოფილიყავი,
და მეც ვიწექი სისხლიანი თოვლში ირემი,
მე თქვენ და თქვენ კი ჩემი თავი წაგვართვეს მაშინ,
მინდა ვილოცო თქვენთვის შვილებო,
მუცელში მყავდით, ვერ დაიბადეთ,
ალბათ როგორი გქონდათ იმედი,
რომ ვაჯობებდი ეშმაკს ამაზრზენს,
რომ დედა თქვენ არ გაგიმეტებდათ,
მტკიოდა მაშინ სულიც და ხორციც,
და ჩემთან, ბეცთან, ჩემდა იმედად,
ისევე თქვენი ლოცვები მოდის.
მე ვიტანჯები, რომ დალაქმა არ იცის შეჭრა,
თმები ველებზე მიმოფანტულ ძნებად დამიწყო
და ვფიქრობ ახლა, იქნებ იგი მაჩუქა ზეცამ,
ამ სილამაზით უკვდავების ძეგლი ამიგოს.
მე მეგონა რომ მართლა გიყვარდი,
მიფრთხილდებოდი, როგორც ბრილიანტს,
ნაღალატარის ვიწნიე ხვედრი,
ახლა დღეები უხმოდ მიდიან
და მხოლოდ გვიან, ახლაღა მივხვდი,
ღორს არ უყრიან ლალს და ბრილიანტს.