Wednesday, November 2, 2022

ხანდახან

ხანდახან ვიღაცის მსხვერპლნი და ტარიგნი
ვასრულებთ სხვის ნებას, ვუსრულებთ ხვაშიადს,
როცა რომ ჩვენი მზე და ჩვენი არჩივი,
იქ ცაზე სულ სხვაგან კიაფობს, ანთია.
შევცქერით ზეცას და ვარსკვლავებს ცერებზე,
ამ ძებნა-ცქერაში ხანდახან ვეცემით,
და თუ კი გავივლით სისხლიან ეკლებზე,
იქნება ვიპოვოთ ის, რასაც ვეძებდით.
მაია დიაკონიძე
2.11.2022წელი


ყავაზე, ხათუნა შავგულიძის ლექსის კომენტარად

 როცა რომ ბაგე ეხება ჩემი

ამ სურნელოვან სითხეს,

მაშინვე მოდის ზეაღტაცება,

ერთ წუთში, წამში, მყისვე.

დამატრიალებს ქარი ოცნების,

მიმაფრენს ვინაც მიყვარს

და  არ არსებობს ჩემი მომრევი,

ჩემია ცაც და მიწაც.

 ვურჩიოთ რამე

ფეხები მიადგი ლამაზო, ერთმანეთს,
კაბის ქვეშ გიყურებს მთელი დედამიწა,
გვირილა გაკოცებს კანჭებზე, ღმერთმანი,
შეგრცხვება, იცოდე და მე ვერ დაგიცავ.
გულთან შეიბნიე ჩახსნილი ღილები,
ვერ ხედავ, მთელი ცა მკერდში რომ ჩაგცქერის?!
მზე სხივებს წაგატანს, თუ გაგეღიმება
და გვიან მიხვდები, ძვირფასო, რაც გელის.
თმას ასე თამამად ნურასდროს გაიშლი,
ნიავი აგირევს, ფიქრს აგიცანცარებს,
რა ვნებიანია თან ქარი მაისში,
არ იცი, მაგრამ მე, ხომ ვიცი - რაც არის...
ეგ ყელი მაღალი როგორმე დაფარე,
იწვიმებს იცოდე და მაინც მოგიწევს,
თუ არ დამიჯერებ, წვეთს შემოგაპარებს,
მუცლამდე ჩაგიღვრის და გვერდში მოგიწვენს.
ვერავინ დაიცავს შენს უმანკოებას,
ცოტა მოერიდე ხალხსა და სამყაროს...
თორემ ჭორაობა დაიწყეს რტოებმა.
  • რა უბიწოებით გარყვნილი რამ ხარო...?!
გიორგი ზანგური "ვურჩიოთ რამე"

იქნება იმ გოგოს აქვს იმის წადილი,
მიწამ რომ შეხედოს, ცამ ცრემლი დაღვაროს,
ნიავი შეუძვრეს თმებსა და თითებში,
ქარმა კი მტვერივით სიტყვები აყაროს:
,,მიყვარხარ, შველი ხარ, ირემი, ქურციკი,
ნიმფა ხარ ლურჯი ზღვის და ამით ამაყობ,
და ვკვდები მე შენი ვნებით და წყურვილით,
და ფეხთით გაგიფენ ამ ლამაზ სამყაროს






ქურდი ხილის

ქურდი ხილის


როგორც ბავშვი, ხელებს უკან ვმალავ,

ქურდობაზე რომ წამისწრეს ხილის,

ჩემს სულში რომ ჩამომდგარა გვალვა,

სამწუხაროდ, მხოლოდ ახლა მიხვდი.


ვნატრობ იმ ხილს, მეზობლების ბაღნარს,

ახლა ხელსაც გავიწვდიდი მორცხვად,

ხმა ჩამესმის, - მოიპარო,  აღარ,

სულ წაიღე, შემოივლი როცა!


ზამთარია და ვიოცებ ცოტა,

მონუსხული ცრემლნარევი ხილვით,

მახსოვს ხელზე ნიკო პაპას კოცნაც,

- გაზრდილხარო, გოგოვ, ქურდი ხილის. 

მაია დიაკონიძე

2.11.2022 წელი




 ,,დასაგლეჯი" აღარ დარჩა,

ყველაფერი სადღაც გაქრა,

ქარმა ქშენით თან წაიღო,

ვითომც არაფერი,  ჩადგა

Tuesday, November 1, 2022

 - მომიკიდე პაპიროსს, - მითხრა ხელის კანკალით,

მის თვალებში ლამაზში ცრემლი თრთოდა ცისფერი,

გალაქტიკის თუ იყო პალიტრა და  ნაზავი,

ჩემი ოცნებაც იყო, სიყვარულიც, იმედიც.

- დაგტოვებო ცოტა ხნით, -  მახსოვს მისი ნათქვამი,

იმ წუთებში ჩამექცა თვალში ლურჯი მელანი,

გაიარა მანძილი, კილომეტრი ათასი,

გამოაკლლა თითქოს სისხლს რკინა, კალა, მეთანი.

ისევ მას ველოდები ნაერთს ცის და ორგანულს,

მხოლოდ მაშინ ამოვა ველზე მწვანე ბალახი,

მდინარეში დავიჭერ წინწკლებიან ორაგულს,

ღმერთი, ალბათ, სიცოცხლეს, მის მოსვლამდე დამაცდის.



 

 ზოგი ქალი ვამპირია, ზოგი კიდევ მაქცია,

აღარ მიკვირს, რომ ამდენის ოჯახი დააქცია,

რომ გაუთბოს კაცებს გული, ფიქრობს, მისი ვალია,

აგერ ცირკთან გავიარე, მაგათზეა აქცია.