Thursday, June 2, 2022

ნუღარ მიკითხავ (სატრფიალო, ერთსტროფიანი)

 ნუღარ მიკითხავ, თუ კი გავხდი არაგვის წერა,

თუ თავი მივეც მის შავ ტალღებს, იმის ჩქერალებს,

ნუღარც მიკითხავ, სიყვარულის თუ კი არ გჯერა,

სხეული რაა, როცა სულში ცეცხლი ელვარებს.




მე შენს სულეთში (სატრფიალო)

მე შენს სულეთში მოვყვები სიზმრებს,

და ჯადოსნურ ჯოხს ბავშვივით ვიქნევ,
და როგორც უწინ, ზღაპრების მჯერა,
შენკენ მოვყვები მიღმიერ სივრცეს.
იმ დროს მახსენებ, ვიყავით ერთად,
ქვეშაგად გვეგო არხოტის მოლი,
და როცა ქარი დაქროდა ველად,
მეც ყვავილივით ნარნარად ვკრთოდი.
მათბობდი, როგორც პატარა იას,
შენს სუნთქვას მაშინ ჩემს სულში ვგრძნობდი,
ნეტავ ამ ხილვას ახლა რა ჰქვია,
მონატრებების ტალღად რომ მოდის..



ვერ დაივიწყე (სატრფიალო)

ვერ დაივიწყე ტრფობა ჩემდამი,
ჩემი ხელების შეხებას ნატრობ,
იქნებ გრძნობაა ასე ერთგვარი,
იქნებ, ისაა, რომ ჰქვია ჯადო.
გიყვარვარ, ვიცი, სულშია დაღლა,
მელი აპრილის სულ პირველ მერცხალს,
და თუ გგონია, შენი ვარ ახლა,
მოდი და ერთად დავლაშქროთ ზეცა.




ღამეა გარშემო (სატრფიალო)

 ღამეა გარშემო, ელვანი კრთებიან,

შენს თვალში დახტის და თამაშობს ავაზა,
..მიყვარხარ", ამის თქმა მეგონა, ძნელია,
და თითქოს ზეცამაც იჭექა ანაზდად
და მაშინ ამოვთქვი, შენ ვერც კი გაიგე,
გეგონა, ჩურჩულით სხვა რამე გითხარი,
შენ ჩემი გრძნობები ზეცამდე აზიდე,
უკან დამაბრუნო ნუღარღა იჩქარი.
მაია დიაკონიძე
2.06.2022წელი


,

 

გვიანი არის ახლა (სატრფიალო, ერთსტროფიანი)

 გვიანი არის ახლა ანგელოზივით ფრენა,

სავსეა თოვლის ღრუბლებით მონაცრისფერო ზეცა,

იმ სიყვარულის ანბანს, ჩვენ რომ ვსწავლობდით ერთად,

მზის სხივი, თვალში ნათელი და გაზაფხული ერქვა.



Wednesday, June 1, 2022

როცა ისე ძლიერ მენატრები (სატრფიალო, ეძღვნება ახალგაზრდა მეგობარს, ლევან მთავრიშვილს)

 რაღაც შორეული მონატრებით,

რაღაც უცნაური რუდუნებით,

დგანან ქარაფებზე მონასტრები,

ცისკენ ილტვიან და... დუდუნებენ.

დამყავს გულის ჯიბით რვეულები,

დარდობს უმზეობას ბეგონია,

ჩემში - წვიმების და, ჩვეულებრივ,

შენი მონატრების სეზონია."

რობერტ მესხი


როცა ისე ძლიერ მენატრები,

ყველა დანარჩენი სულერთია,

სულში ყვავილსა ვზრდი ფეხაკრეფით,

მერე ქალაქს მივდევ ქოლგებიანს.

იქნება, სადმე დაგინახო,

ჩემს გულს შავი ობი მოსდებია,

მინდა ზეცაში ამიტაცო,

მაგრამ თუ ამზიდავ ცოდვებიანს.,










თუკი გიყვარვარ (სატრფიალო, მინიმა)

 თუკი გიყვარვარ და ჩემთვის ტირი,

დამგვანებიხარ წყლისპირას ტირიფს,

მისი ფოთლები მაგონებს ცრემლებს,

ჩამოღვრილს ავი ქარიშხლის მერე..