Tuesday, May 18, 2021

"ვეფხიტყაოსანზე" ორიოდ სიტყვა (მოგონებებიდან)

 ისევ მოგონებებიდან: ბავშვობაში კითხვა მიყვარდა ძალიან, სწრაფად ვკითხულობდი და ჩვიდმეტი წლის ასაკში, საქართველოში თუ კი რამე წიგნი იყო გამოსული და ხელმისაწვდომი, თითქმის ყველაფერი მქონდა წაკითხული. მეხუთე კლასში წავიკითხე კონსტანტინე გამსახურდიას "დავით აღმაშენებელი", რა დამამახსოვრდა და რას ვიგებდი, ეს კიდევ საკითხავია, მაგრამ ჩემს სიყვარულს წიგნების მიმართ ვერაფერი ანელებდა. სწორედ მათი საშუალებით ჩამომიყალიბდა ის მორალური პრინციპები, რომელიც ჩემთვის დღესაც დასაყრდენია და არასოდეს ვღალატობ. რა არის სიყვარული, მეგობრობა,ურთიერთპატივისცემა, ვაჟკაცობა, კდემამოსილება, რაინდობა, სამშობლოს სიყვარული, იქიდან ვსწავლობდი და ახლაც მინდა ვუთხრა მშობლებს, აუცილებელია ბავშვი კითხულობდეს ლიტერატურას, მარტო ინტერნეტი, კომპიუტერი ვერ მისცემს მათ შვილებს განვითარების საშუალებას, ის ლიტერატურა, კი რომელსაც ბავშვები სკოლაში გადიან, ძალიან მცირეა, რაც ახალგაზრდამ უნდა ისწავლოს, შეიმეცნოს, შეიყვაროს. იმასაც არ სწავლობენ და იმის წაკითხვაც არ უნდათ. ამიტომაც ვიღებთ გულგრილ თაობას, რომლებსაც არც სამშობლო უყვარს და არც ადამიანები და მათთვის ცხოვრებაში მთავარი ირიენტირი ფულია. მერე გვიკვირს, საიდან ასეთი ბოროტება, სიავე?! რა თქმა უნდა, არიან ადამიანები, რომელთაც შინაგანი ინტელექტი აქვთ, დაბადებიდან ბრძენნი არიან, შეიძლება ეს გენეტიკურიცაა, მაგრამ ასეთები ცოტაა. დღემდე ცხოვრებაში ჩემი ორიენტირი შოთა რუსთაველის "ვეფხისტყაოსანია", სახლში რამდენიმე გამოცემა გვქონდა, ნახატებით და მათი თვალიერება ერთი სიამოვნება იყო ჩვენთვის, რა თქმა უნდა, სხვა დიდი მწერლების და პოეტების ღვაწლს არ უგულვებელყოფ, მაგრამ ერთ წიგნში მოქცეული ამდენი სიბრძნე, შეუძლებელია ვნახოთ, თუ არა გოეთეს "ფაუსტსა" ან სერვანტესის "დონ კიხოტში" და ა. შ. მაგრამ რადგან ქართველი ვარ, "ვეფხისტყაოსანი" ჩემთვის ბევრად მნიშვნელოვანია, ის ცხოვრების კრედოა, ორიენტირი, რაზეც უნდა სწორდებოდეს ყველა ქართველი. ბევრ მშობელს მოვუწოდებ, თვითონ წაიკითხონ, ახლაც არაა გვიან და ასწავლონ თავიანთ შვილებს, ბავშვის აღზრდა ყველაზე მნიშვნელოვანია, რასაც თქვენ აკეთებთ. ვაკვირდები დღევანდელ ბავშვებს, ძალიან ბევრი ქუჩაშია მეთვაყურეობის გარეშე, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ხუთი და_ძმანი ვიყავით, თუ არ გავიპარებოდით სახლიდან, ასეთებიც ხდებოდა, დედასა და მამის მეთვალყურეობის გარეშე, ჩვენ გარეთ ნაკლებად გვიშვებდნენ. აქ კი ვხედავ, პატარები ფერდობზე, ასფალტზე ეშვებიან "სამოკატს" რომ ეძახიან, ერთი წაიქცა, ფეხი იტკინა, პატრონი არაა. მერე უკვირთ, რატომ გამოვიდა ჩემი შვილი ნარკომანი, ქურდი, ბანდიტი და ა. შ. ათასი ჯურის ეშმაკი შეიძლება დაეპატრონოს თქვენს შვილს და სხვის იმედად ნუ იქნებით, მათთან ერთად იკითხეთ, ირბინეთ, ითამაშეთ, მარტო ძვირფასი ნახატებიანი წიგნების ყიდვა და დაწყობა არაა საქმე. წარმატებებს გისურვებთ მშობლებო, პირველ რიგში, კარგი ადამიანები გაგეზარდოთ, სამშობლოს მოყვარულები, ამის გარეშე ეს ქვეყანა ვერ გადარჩება!

მაია დიაკონიძე
ფოტოს აღწერა მიუწვდომელია
Lali Gachava, Eteri Isakadze და 30 სხვა
13 კომენტარი
1 გაზიარება
მომწონს
კომენტარი
გაზიარება

მიყვარს ტკბილი იმერეთი

 ყველამ ეგრე რომ ვიძახოთ,

მე ვჯობივარ, წინ ვერ წავალთ,
ყველა კუთხის შვილი მიყვარს,
აბა, მარტო, მე ვინა ვარ!
მიყვარს ტკბილი იმერეთი,
მიყვარს ჩემიც, სხვისი ოდაც,
დაგველოცოს ცალ-ცალკე და
ყველას ერთად ჩვენი მოდგმა.
მაია დიაკონიძე
May be an image of ხე და ბუნება
Irma Kvashilava, Eteri Isakadze და 68 სხვა
24 კომენტარი
7 გაზიარება

და შენ იცი, ახლა, ქარო!

 გაიხარეთ, მე კი ყელზე

მაკრატელი დიდი მაძევს,
ის მარყუჟი უნდა შემხსნან,
ჯოჯოხეთის გზას რომ აგნებს.
დღეს ისევე მომცეს შანსი,
სამოთხის გზა შევისწავლო,
და შენ იცი ახლა, ქარო,
უფსკრულში არ გადამაგდო.

რომ გგონია, ბედნიერობ!

 რომ გგონია, ბედნიერობ,

გადაიფრენ ზღვასაც,
ეს ცხოვრება მაშინ გმტერობს,
ზურგში ჩაგცემს დანას,
მგლების შიშით, მეგობრებო,
ხომ არ გავწყვეტთ ფარას?!
იმ წუთებით ვბედნიერობთ,
ტკივილებს რომ ფარავს.

Saturday, May 15, 2021

 მოდი, ერთად ვიცეკვოთ,

ვარსკვლავებად ვიბრწყინოთ, 

გადავასწროთ ფრენაში 

შევარდენს და მიმინოს,

გავანათოთ სამყარო 

თვალთა გამონაშუქით,

საფირონის ზეცაში

გავემგზავროთ საჩუქრით.

სიყვარულის ლამპარი 

ავიტანოთ  ზემოთკენ,

ესე ჩვენი ამბავი

მთელ ქვეყანას ესმოდეს.

სიყვარული დავფანტოთ,

ვუწილადოთ გარშემო,

ათას ლამაზ ფერებად 

ბრჭყვიალებდეს სამყარო.

ყვავილებმაც იცეკვონ,

დაუარონ დავლური,

ერთ დიდ წრეში ჩაებას 

სითბო და სიყვარული.




 









Friday, May 14, 2021

ერთსტროფიანი

 

22h 
გაზიარებულია საჯარო-თვის
საჯარო
მე რომ ვიყო სიყვარულის ღმერთი,
ყველა თქვენგანს მოგიყვანდით ამურს,
რომ გეფრინათ ჩიტებივით ტყეში,
დასწრებოდით სიყვარულის აღლუმს.
მაია დიაკონიძე
May be an image of 1 ადამიანი, ბავშვი და გარეთ
Natalia Chelidze, Sofio Chelidze და 25 სხვა
12 კომენტარი
1 გაზიარება