Friday, May 14, 2021

ყვავილების დედოფალი (საბავშვო)

თოჯინების დედოფალი

ერთ დიდ ვარდში აღმოვჩნდი,

დედა, მამა მეძახიან,

- სადა ხარო, გამოჩნდი,

მათთვის როგორ მეპასუხა?!

ბულბულს ჩემს თავს ვაცნობდი.

მაია დიაკონიძე
May be an illustration
Sofio Chelidze, ლია გაბუჩია და 11 სხვა
2 კომენტარი
მომწონს
კომენტარი
გაზიარება
ნობდი.

გაიხარეთ!

 გაიხარეთ, მე კი ყელზე

მაკრატელი დიდი მაძევს,
ის მარყუჟი უნდა შემხსნან,
ჯოჯოხეთის გზას რომ აგნებს.
დღეს ისევე მომცეს შანსი,
სამოთხის გზა შევისწავლო,
და შენ იცი ახლა, ქარო,
უფსკრულში არ გადამაგდო.

მასწავლებლებს (საბავშვო) პატარა გაბრიელის ლექსი

 როგორ არ ვუთხრა მადლობა 

ჩემს სკოლას, ლამაზ მზიანეთს,

ჩემს ძვირფას ჭკვიან აღმზრდელებს, 

მჩუქნიან თვალის სინათლეს.

მეც სიყვარულით ვივსები,

თან დამაქვს ყველგან მზის შუქი,

ჩემს უსაყვარლეს აღმზრდელებს

იმედით სავსე გულს გჩუქნით.



Wednesday, May 12, 2021

 მეგობარო, თუ გიყვარვარ, 

გულის კარი გამიღეო,

წამო, მთები ერთად შევძრათ,

შევებრძოლოთ ქარიშხლებსო.

არვის მივცეთ ეს ქვეყანა,

მოღალატე-გამყიდვლებსო,

ალაზნიდან რიონამდე

ჩიტებივით გავფრინდეთო.

დედის რძეც არ შეგვერგება,

თუ არ გავზრდით ვაზის ლერწსო,

ცამდე უნდა ავიტანოთ,

რაც მშობლებმა აზიდესო,

ზარს რეკავდეს სამრეკლოდან,

იქ რომ ქართლის გული ძევსო.

გავიხაროთ, გავახაროთ,

მომავალი, იდგამს ფეხსო,

გულის კარი გამიხსენი, 

დავამარცხებთ მტარვალ-მტერსო.




Friday, May 7, 2021

აღდგომა (ბავშვობის მოგონებებიდან)

 ჩემთვის და ჩემი და- ძმებისთვის აღდგომა დიდი დღესასწაული იყო. დედა ფერად კვერცხებს გვიღებავდა, როგორც უკრაინაშია მიღებული, მწვანე, ყვითელი კვერცხებიც გვქონდა, ენდროს ცალკე ამზადებდა, ოხრახუშის ფოთლებში ახვევდა კვერცხების ნაწილს და ყვავილებივით ნახატებით გამოდიოდა, ეზოში თავს ვიწონებდით დედას ნახელავით, მაგრამ ყველაზე საოცრება ბატის კვერცხები იყო, ბებია გვიგზავნიდა იმრეთიდან, ეზოს ბავშვებში მართლაც შოკს იწვევდა. ამაყად ავივლ- ჩავივლიდი, აბა, ვინ შემეჭიდებოდა და ჩამიმტვრევდა კვერცხს?! მახსოვს ერთი გოგონა, რომელიც ამ დიდებულებას ნაძვის ხის პატარა სათამაშოებში მიცვლიდა. მეც სიამოვნებით ვთანხმდებოდი, ახლა მეცინება, ქვეყნის სათამაშოები შევაგროვე მაშინ, რატომღაც ეს პატარა სათამაშოები მომწონდა, იმას ჩემი ბატის კვერცხები. უკრაინელი ბებია სააღდგომოდ ამანათს გვიგზავნიდა, თავისი გამომცხვარი პასკებით, შოკოლადებით, კანფეტებით, რომელიც ასევე უნიკალური იყო, მრგვალი და თეთრ-წითელი ზოლებით, საქართველოში ასეთები არ მინახავს, განსაკუთრებით მიყვარდა. ის ბავშვური განცდები არასოდეს ბრუნდება და ის სიხარული. გილოცავთ, ძვირფასებო, აღდგომას, დაე, იმედმა იბრჭყვიალოს ჩვენს გულებში, ისე ვუყუროთ ამ ცხოვრებას, როგორც ბავშვებმა, გაიხარეთ!

Wednesday, May 5, 2021

ტკივილების ხე

 ერთ ქალაქში ტკივილების ხე იდგა. ყველა ტკივილებით და განცდებით შეპყრობილი ადამიანი მიდიოდა ხესთან და თავის გაჭირვებას უამბობდა, ხეც უსმენდა, ხმას არასოდეს იღებდა, მხოლოდ ფოთლებს გააშრიალებდა ხოლმე თანაგრძნობის ნიშნად, მიეჩვივნენ ქალაქელები, რომ სულიერი მეგობარი ჰყავდათ, თუმცა უენო კი იყო. მარტო ადამიანები კი არა, ხან ჩიტებიც ესტუმრებოდნენ ხეს, ხან ცხოველებიც, თავის გულისტკივილს უზიარებდნენ. გააშრიალებდა ტოტებს ხე, ცას გაატანდა დარდებსა და ტკივილებს, დაიხუნძლებოდნენ ღრუბლები, გაშავდებოდნენ, ქარიშხალი შორს გადარეკავდა, არავის არაფერი დაუშავოთო, მთებში ჩამოცლიდნენ დარდებს, ყინულებად იქცეოდა დარდები, შეინახავდნენ მთები, გაამტკნარებდნენ, გაათეთრებდნენ და მერე ცივ ნაკადულებად დაუშვებდნენ ბარში. მაგრამ ერთხელ თვითონ  გახდა ავად ხე. ტოტები ჩამოუშვა, შორ მანძილზე ისმოდა მისი ტირილი და გმინვა, ჭრიალებდა, მოსთქვამდა, როგორც პატარა ბავშვი. შეშფოთდა მთელი ქალაქი, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოიყვანეს ექიმები, რამე ვუშველოთო,მაგრამ ვერაფერი მოუხერხეს. ყველაზე ძალიან პატარა ბიჭი ილიკო დადარდიანდა. ხე მისი დიდი მეგობარი იყო, ათას გაჭირვებას და დარდს უყვებოდა, თუ ვინმე სკლაში აწყენინებდა, ან იმას, მეზობლის გოგონა ხატია რომ უყვარდა, ის კი გრძნობაზე არ პასუხობდა. ერთ დღესაც ბიჭი დადარდიანებული იჯდა ხესთან. ცაზე წეროების გუნდი გამოჩმდა, ჟივილ-ხივილით გადაუფრინეს ხეს, თან ნისკარტით თესლიც გადმოაყარეს. ბიჭუნამ თესლი შეაგროვა და იქვე მიწაში ჩაფლა. ჰოი, საოცრებავ, გაზაფხულზე იმ ადგილზე პატარა ნერგი ამოვიდა, სწორედ ისთი, როგორიც ტკივილების ხე იყო, იმას მეორე მოჰყვა, მეორეს - მესამე. მალე ტკივილების ხეების ბაღი გაშენდა . ქალაქელების დარდის მოსმენა ახლა ერთ ხეს არ უწევდა, რამოდენიმეს, გააშრიალებდნენ ფოთლებს და ზეცაში მფრინავ ღრუბლებს ატანდნენ ადამიანების და არა მარტო ადამიანების დარდსა და გაჭირვებას, მორჩა ტკივილების ხეც, მან ხომ მეგობრები გაიჩინა.

Sunday, May 2, 2021

ერთსტროფიანი

 ახლოვდება განშორების წუთები,

ეს ცხოვრება თურმე ერთი წამია,

სანამ შარას აივლი და ჩაივლი,

ტან გაყვები ამინდს ცივს და ქარიანს.

.