Thursday, January 7, 2021

ქარი ქრის და...

ქარი ქრის და ქარი ქრის და, აღარაფრით ცხრება,

აღმოსავლეთ - დასავლეთით წითლად ღუის ზეცა,

სისხლთან ერთად აგემოვნებს ალუბლების წვენსაც,

ქვევით ლამაზ ტახტრევანზე საქართველო კვდება

და არავის არ აქვს საქმე, ვინ როგორი ფუნჯით,

თავის სახლ-კარს ალამაზებს, ლაქლაქა თუ მუნჯი,

ყველა ცდილობს ააწაპნოს მომაკვდავს თუნდ ქუდი,

მე წავალ და სხვა დარჩება ნაცვლად ჭირისუფლის.

 ქარი ქრის და ქარი ქრის და წითლად ღუის ზეცა,

მუქი ლურჯი ყვავილები ეშვებიან ფეხთან

მომაკვდავის, რომლისაც შურს მოყვარეს და მტერსაც,

რომ ყველაზე ახლოს არის ყოვლისმყოფელ ღმერთთან,

სისხლიანი ცრემლ-წვეთებით იბურება ზეცა,

თავის კალთას ღვთიშობელი დააფარებს ნეტავ?!.




Tuesday, January 5, 2021

ველოდები თოვას (ერთსტროფიანი, მე-2 ვარიანტი)

 ველოდები თოვას, 

როგორც ხსნას და აპრილს,

თეთრი ყვავილებით 
გაივსება სახლი,
მე და შენ კი მალე 
დაფიფქულ ფრთებს გავშლით.

ველოდები თოვას (სიმღერა)

 ველოდები თოვას!

ველოდები თოვას, როგორც ხსნას და აპრილს,

თეთრი ყვავილებით გაივსება სახლი,
დაფიფქული ფრთებით წავიცეკვებ ტანგოს,
შენ თუ არა, ზეცას ყველაფერი ახსოვს.
ახსოვს ჩემი ცრემლი, ბევრი სიხარულიც,
სიგიჟე და ვნება ველურ სიყვარულის,
დაფიფქული ფრთებით წავიცეკვებ ტანგოს,
მოვფრინდები შენთან, რომ არ იყო მარტო.
გავიხსენოთ ძველი, ნაზი სიყვარული,
გავიხსენოთ როგორ ფანცქალებდა გული,
ჩვენს ირგვლივ კი ყველგან თეთრი თოვლი დათოვს,
ჩვენს ხელებსაც, მხრებსაც, თმებსაც ათოვს, ათოვს.
მაია დიაკონიძე
5. 01. 2021წელი

Monday, January 4, 2021

თუ არ დამიბრუნდები გაზაფხული იტირებს ავტ. ლია გაბუჩია

--- ლურჯთვალება ია ვარ,

გაზაფხულის ყვავილი

.სოხუმის დასაბრუნებლად

ეკლიან გზებს გავივლი.

--- გვირილები მინდვრებს ქარგავს,

ენძელები ველებსა,

ჩემი სული შენს სიყვარულს,

სიხარულის დღეებსა.

--გული დარდს რომ მიეცემა

ცაზე ვითვლი ვარსკვლავებს,

მთელს ზეციურ სილამაზეს

მე ჩემს სოხუმს ვადარებ. -

-- ასე ძლიერ რომ მიყვარხარ,

ნუთუ არ გენატრები,

დამიბრუნდი სიყვარულო,

გავახაროთ ვარდები-- ---

მოვეფეროთ ალუბლის ხეს,

ოქროსგულა გვირილებს,

თუ არ დამიბრუნდები-

გაზაფხული იტირებს

გაგზავნილია ლია-(ი)ს მიერ 27 დეკემბერი, 2020, 19:44-ზე










Aa

241

ალერგია (საბავშვო)

- ჩემო თიკო, მოგილოცავ ბედობას და ახალ წელს,
იკრიჭება ჩვენი ვანო, თან გოზინაყს ახარბებს
თიკუნიას, იცის კარგად, ნიგოზი არ ეჭმევა,
ალერგია თუ კი მისცა, მერე რა ეშველება?!
- ეჰ, - იძახის გოგუცუნა, უცქერს ვანოს ღიმილით,
- შენ რომ თევზი არ გეჭმევა, აგიტყდება ცხიკინი?!
ალერგიულ სამყაროში გვიწევს ბავშვებს ცხოვრება,
ზოგს რძე სწყენს, ზოგს ფორთოხალი, ეს ვის მოეწონება?! 

თოვა

რა დრო იყო, რა დრო იყო, 

შენ იყავ და თოვა, 

შენს სახეს რომ ვუყურებდი,

ვით გაბადრულ მთოვარს,

ახლა მარტო თოვას ვუცქერ,

როგორც შენს სახსოვარს,

გულს მიხარებს სასწაული,

თოვა თოვა თოვა.

და ფიფქები მეგზურია

ახლა ჩვენ ორ შორის,

სამწუხაროდ, მოსასვლელი

ვიწროა და შორი,

რა დრო იყო, რა დრო იყო, 

შენ იყავ და თოვა,

ველოდები, რომ ერთხელაც,

ფიფქთან ერთად მოხვალ.





თუთარჩელამ საპოვნელა მაპოვნინა (სიმღერა) ავტ. ლია გაბუჩია (სიმღერა დავწერე)

 თუთარჩელამ საპოვნელა მაპოვნინა,

განიკურნა სული ჩემი ობოლი.

ბედისწერამ გულის სევდა მომაშორა,

ნატვრის ხეო, მიერთგულე ბოლომდის.

ჩემი ბედი მოლოდინის ზღვა ყოფილა,

გულის გულში გადავმალავ უფლის გზავნილს.

როცა ფიქრობ დამთავრდაო ყველაფერი,

მაშინ ზეცა მზის თეთრ სხივებს გამოგზავნის.

ღმერთო ჩემო, მთელი გულით გევედრები,

გთხოვ ! შემარგე! ჩემი ფერი მიპოვნია-

მინდორ- ველის ყვავილებში დაგეძებდი-

თუთარჩელამ საპოვნელა მაპოვნინა.

ნატვრის ხეო, მიერთგულე ბოლომდის,

ჩემი ბედი მოლოდინის ზღვა ყოფილა,

მინდორ- ველის ყვავილებში დაგეძებდი-

თუთარჩელამ შენი თავი მაპოვნინა.