Sunday, January 3, 2021

ავტ. ლია გაბუჩია

 როდის ამისრულდება ნატვრა სულის ოცნების?!

შენს საფლავზე წავიკითხო სინანულის ლოცვები.

ღვთისმშობელის ცრემლები შენი ჯვარცმის ტოლია.

მჯერა ჩვენთვის ეწამე, ყველაფერი სწორია.

ამაღლდი და ზეცაში მარჯვნივ ზიხარ მამასთან,

ვერცერთი სიყვარული ვეღარ მივა ამასთან.

წუთისოფელს უყვარხარ, ყველა შენ გაღიარებს,

შენთვის დაღვრილი ცრემლი მოგიშუშებს იარებს

ტკივილებით აღსავსე ეს ცხოვრება მიტოა,

რადგან კაცმა ურჯულომ შენი ჯვარცმა ინდომა.

როდის ამისრულდება ნატვრა სულის ოცნების?

ალერგია (საბავშვო)

- ჩემო მანო, მოგილოცავ ბედობას და ახალ წელს,

იკრიჭება ჩვენი ვანო, თან გოზინაყს ახარბებს

თიკუნიას, იცის კარგად, ნიგოზი არ ეჭმევა,

ალერგია თუ კი მისცა, მერე რა ეშველება?!

- ეჰ, - იძახის გოგუცუნა, უცქერს ვანოს ღიმილით,

- შენ რო თევზი არ გეჭმევა, აგიტყდება ცხიკინი,

ალერგიულ სამყაროში გვიწევს ბავშვებს ცხოვრება,

ზოგს რძე სწყენს, ზოგს ფორთოხალი, ეს ვის მოეწონება?!




 

Saturday, January 2, 2021

საბავშვო

ლალი ბებომ ჩემს დიდ ბებოს განუცხადა ჩურჩულით,

თინიკაანთ თუ ყოფილხარ ამ ბოლო დროს მისული?

მერე უცებ დააყოლა, - სიბინძურის ბუდეა,

ნეტავ როგორ ჭამენ, სვამენ, ხალიჩაც არ უგიათ,

იატაკი ჩემი კიდევ, სუფთაა და პრიალა,

ჭერიც, ქვაბიც, საინიც კი ნათელი და ბრიალა,

ნეტავ მათთან როგორ უშვებ პაწაწინა ციალას,

ჭირი რამ არ აიკიდოს, სუნი უდით ქვიანად.

დიდმა ბებომ ლალი ბებოს გადახედა ღიმილით,

ასეთ სუფთას და კოპწიას, ახლოდან რომ მიღიმი,

მე რა ვიცი, რა გაქვს გულში, ჩემზეც იქნებ ჭორაობ,

გახვალ ახლა ამ სახლიდან, მერე სხვას რას უამბობ,

ჩემს ციალას თინიკაანთ დიდი გულით ელიან,

ხელგაშლილნი მასპინძლობენ, ცეკვავენ და მღერიან,

კაცში, კიდევ, პირველ რიგში, სული არის მთავარი,

ის არ იყოს ჭუჭყიანი, სხვას ყველას აქვს წამალი.





საბავშვო

არვინ ელის ჩემგან, ვხედავ,
ახალი წლის მილოცვას,
ლაპარაკი ჯერ არ ვიცი,
ლექსს აბა ვინ იტყოდა?!
გამომივსეს ჯიბეები 
შოკოლადით, კანფეტით,
ხელში მომცეს თვითმფრინავის
ერთი დიდი მაკეტი,
- აქ კუთხეში დაბრძანდი და
ითამაშე რაკეტით, 
რა დროს უნდა გამოხვიდე,
უცილობლად ჩვენ გეტყვით,
მომაძახეს ბებომ, პაპამ,
დედა ხელში საცერით
მჭადის ფქვილს ცრის,
მამა წვალობს, 
გასასვლელ კარს
გაუფუჭდა საკეტი,
მგონი ენა გაეცვითა,
არ ექნება ჩამკეტი!
მიხარია, იქნებ კარი,
მართლაც დარჩეს ღამით ღია,
მესტუმრება თავბომბორა,
ძაღლის ლეკვი თვალებღია,
ყველას თავის სტუმარი ჰყავს,
ტრიალებს და ბზინავს ბინა,
მე კი ყველას დავავიწყდი,
ჰქონიათ, რომ უკვე მძინავს,
მეც დავხვდები გულით ღია
პატარა ლეკვს, თვალებღიას,
ახალი წლის ღამევ, შენთვის,
საჩუქარი მომინდვია.

.


.


,


Friday, January 1, 2021

თვითონ ზღვა ხარ უნაპირო

 გადავედი, გადავედი , 

მე ყოველგვარ ნაპირებს, 

ზღვა ხარ ვნების, 

ზღვა ხარ კდემის,

ერთიანად მაგიჟებ.

თუკი როცა დაგინახავ,

ვერ მოგწყვიტე თვალები,

არ დამტოვო, ჩემო კარგო,

გეხვეწები, გამიძელ,

რომ მიყვარხარ, ახლა მივხვდი,

არც თუ დიდი ხანია,

შენს სახეზე გაღიმება,

სიცილი მიხარია,

გადავედი, გადავედი,

მე ყოველგვარ ნაპირებს,

 მიყვარხარ და ახლა გეტყვი,

მაოცებ და მაგიჟებ,

ვერ დავთვალე ზღვაში ქვიშა,

ხმელზე ზღვათა ნაპირი,

თვითონ ზღვა ხარ უნაპირო,

 ვერ გიპოვე ნაპირი.

გადავედი, გადავედი,

მე ყოველგვარ ნაპირებს,

გეხვეწები, არ დამტოვო,

 წასვლას ნუ დააპირებ.

გილოცავთ ახალ წელს!

,,ახალ წელს მოგილოცავთ"
გილოცავთ და გილოცავთ
ახალ წელს მოგილოცავთ,
თურმე არც კი ციოდა,
ჩვენს გულებში თბილოდა
თოვლი კი მოდიოდა.
მოცვიოდა ფანტელი,
ასეთი ხვავრიელის
ჯერ არა ვარ მნახველი,
მოდიოდა ზეციდან
არნახული ბარაქა,
სიყვარული ყვაოდა,
დადიოდა კარდაკარ.
მიჰქონდათ და მოჰქონდათ
კალათები იების,
საცხონებლად იმათთვის
ვინც დალაშქრა მთიები.
ჩვენც ღმერთმა დაგვირიგა
სიხარული გუნდებით,
ცოდვა-მადლით აგვივსო
ეს უძღები გულები,
ზევით ანგელოზები
დაგვძახოდნენ გალობას,
არ დაგვტოვებს უფალი,
მოგვცემს დიად წყალობას.
გილოცავთ და გილოცავთ
ახალ წელს მოგილოცავთ,
თურმე არც კი ციოდა,
ჩვენს გულებში თბილოდა.
თოვლი კი მოდიოდა.
მოცვიოდა ფანტელი,
ასეთი ხვავრიელის
ჯერ არა ვარ მნახველი,
მაია დიაკონიძე
1.01.2021 წელი





შენ მაგონდები

 რომ ჩავიმუხლებ, ვეღარა ვდგები,

ზევით მაყენებს პატარა ბავშვი,

შენ კი, ძვირფასო, ის გესიზმრება,

მაისის ვარდებს ფერით რომ  ვგავდი,

ირმის ფეხებით დავხტოდი ქვებზე,

თმებს მიწეწავდა სიო სათუთი,

თვალებში მთვარის სპეკალი მედგა,

ტუჩებზე - ფერი მწიფე ალუბლის.

დრომ და ცხოვრებამ ისე აგვრია,

ფეხს ვერ ვაყოლებ საათის წიკწიკს,

შენ კვლავ კითხულობ:  homo sapiens?!

მე კი გპასუხობ, ვერაფერს ვიტყვი!

სულში ჩამდგარა უკვე ზაფხული,

გვალვამ გადაწვა ნაზი გრძნობები,

მაინც მიყვარხარ, მაინც გეძახი:

შენ მაგონდები, შენ მაგონდები!

 რომ ჩავიმუხლებ, ვეღარა ვდგები,

ზევით მაყენებს პატარა ბავშვი,

შენ კი, ძვირფასო, ის გესიზმრება,

მაისის ვარდებს ფერით რომ  ვგავდი.