Sunday, December 13, 2020

მე - სიყვარულის ტყვე ვარ ოდითგან (სიმღერა, შეასრულა მაია სიჭინავამ)

 მე სიყვარულის ტყვე ვარ ოდითგან!


მე სიყვარულის ტყვე ვარ, ოდითგან,
მე, სერაფიტა, ნაზი ლერწამი,
ფრთებს შევისხამ და ვნებებს მოგიტან,
თავდავიწყებით როცა მეძახი.

მისამღერი: ფრთებს შვისსხმ და ვნებებს მოგიტან,
ფრთებს შევისხამ და ფერებს მოგიტან,
ფრთებს შევისხამ და გამოვფრინდები,
რომ არ გაგიქრე ფერთა გამიდან.

დანთებულ ცეცხლში ვიქნები ალი,
კოცნა-ალერსში - ტბილი ნექტარი,
შენი პალიტრის ვიქნები ფერი,
სიყვარულივით გაუბედავი.

მისამღერი: დანთებულ ცეცხლში ვიქნები ალი,
ნაცარში, მტვერში - ცეცხლი, ღადარი,
შენი პალიტრის ვიქნები ფერი,
ატმის ყვავილად თუ დამხატავდი.
მაია დიაკონიძე
13.12.2020 წელი






Friday, December 11, 2020

ერთსტროფიანი

 ტყუილად ვწერ და ვკითხულობ,

აღარავინ მკითხულობს,
ვგონებ, დავპატარავდი,
ჩამომენგრა ფასადი.

ერთსტროფიანი

 ვითომ ვუყვარდი ძალიან ბევრს,

თურმე, ყასიდად,
თორემ უფალი არ გამწირავდა
ასე ადვილად,
ერთის ლოცვაც კი გადამარჩენდა..

Thursday, December 10, 2020

ერთსტროფიანი

 მე აზვირთებულ შენს მკლავებში ჩემს თვალებს ვხუჭავ

და აღარ მინდა რეალობამ წამართვას თავი,

ამ მოგონებას ვატრიალებ კადრივით უკან

და განშორების სველი ცრემლი ზემოდან მაწვიმს.

Tuesday, December 8, 2020

ბეღურა (საბავშვო)

 საახალწლოდ, ბავშვებო, მინდა მოვყვე ამბავი,

რომ არ ჩაქრეს თქვენს სახლში ნაკვერჩხალი, ღადარი,

რომ ანათოს ყოველთვის ნათურების შუქებმა,

რომ იხაროს თქვენს ჭერქვეშ სიყვარულით სუყველამ.

ერთ დღეს თურმე ძლიერი თავსხმა წვიმა მოსულა

და ეზოში ჩამომდგარ მიწვდომია თუთებსაც,

იქ კი სახლი ჰქონია პაწაწინა ბეღურას

და ფოთოლი თუთისა თავზე გადაეხურა.

თავსხმა წვიმამ წაიღო იგი თავის სახლ-კარით 

და კიბის ქვეშ გაჰქონდა თურმე საწყალს კანკალი.

შემოესმა ვასიკოს ნაზი წრიპინ-ფართხალი

და უჩუმრად იკითხა კართან: - ნეტავ, რა არის?

პასუხი არ მოესმა და გატოპა წვიმაში, 

უშიშარმა ბეღურა შეიყვანა ბინაში, 

გააშრო და გაათბო, აფრთხიალდა ბეღურა,

ფრთამოტეხილს უწამლა, უმასპინძლა მეფურად,

და მას მერე ეს ჩიტი კაცთან ახლოს ბინადრობს,

იცის გადაარჩენენ, სადაც შუქი კიაფობს.

ეს ამბავიც, ბავშვებო, იმ ბეღურამ მიამბო!











ერთსტროფიანი

 იასამანი უყვარდა ჩემს დას და ძოწის მძივი,

ჩემს ძმას აისი, იყო მზის შვილი,
მეც მოტრფიალე გახლავარ მზისი.

ახალი წლის დილა (საბავშვო)

საგუნდაოდ გამოსულმა ახალი წლის დილას

ნატამ, ლელამ, თორნიკემ და პაწაწინა ილამ

სახლთან ახლოს ჩამომჯდარი ნახეს ფისუნია,

შესთავაზეს საახალწლო შოკოლადის ფილა,

მაგრამ როცა არ შეჭამა, შეიყვანეს შინაც,

გაათბეს და დაანაყრეს, მიუჩინეს ბინა

და სურვილი დიდზე-დიდი აუხდინეს ციცას,

თოვლი თათს არ გაუყინავს, სახლში ივლის თბილად,

კმაყოფილი დარჩა ილა და ამაყი დიდად,

ამის მერე ეყოლება ჭრელი ფისუნია.