მაპატიე, თუკი ცრემლი დაგადინე,
მაპატიე, თუკი ვერ შეგიყვარე,
ყინულს ვგავარ მთების ქედზე შემოფენილს,
შენ კი, კარგო, იმსახურებ ზღვის ალერსს.
Saturday, June 6, 2015
შემოდგომის სურათი
მიყვარს ქარი როცა მღერის,
როცა წვიმა სახლქვეშ ლაღობს,
გადამფრენი ჩიტუნია
მგზავრობისთვის საგზალს აწყობს,
ღრუბლებს მოსავს შავი ფერი,
ცაზე სხივი აღარ სახლობს,
მე კი სახლის აივანზე
ჩირს ვკინძავ და სხვენში ვაწყობ.
Thursday, June 4, 2015
Tuesday, May 26, 2015
დიდო მესია
მნათობო სულთა, მპყრობელო გულის,
შენი დიდება არავის უკვირს,
შენ სიყვარული გვასწავლე დიდი,
შენ დაამარცხე ურცხვი და ფლიდი.
შენ სათნოების გააბე ხიდი,
ძალადობის გზით არასდროს ვლიდი,
სიყვარულს მიეც უზღვავი ძალა,
გზა ცხონებისა წაართვი მზაკვარს.
დიდო მესია, შენ გითესია,
პური არსობის, კაცის წესია.
შენი დიდება არავის უკვირს,
შენ სიყვარული გვასწავლე დიდი,
შენ დაამარცხე ურცხვი და ფლიდი.
შენ სათნოების გააბე ხიდი,
ძალადობის გზით არასდროს ვლიდი,
სიყვარულს მიეც უზღვავი ძალა,
გზა ცხონებისა წაართვი მზაკვარს.
დიდო მესია, შენ გითესია,
პური არსობის, კაცის წესია.
Sunday, May 17, 2015
ოჩოკოჩის გახედნილო (სიმღერა)
ოჩოკოჩის გახედნილო, შენ ჭინკავ თუ ღვთაებავ,
ნუთუ კაცი, შენთვოს მკვდარი, წუთით არ გებრალება?
-არა, ჩემი შესადარი ქვეყნად არვინ არ არის,
მხოლოდ მზეა ჩემი სატრფო, ის გადახდის ბალდახინს.
ნუთუ კაცი, შენთვოს მკვდარი, წუთით არ გებრალება?
-არა, ჩემი შესადარი ქვეყნად არვინ არ არის,
მხოლოდ მზეა ჩემი სატრფო, ის გადახდის ბალდახინს.
Saturday, May 16, 2015
მხოლოდ ერთი ვარ, ერთადერთი
მხოლოდ ერთი ვარ, ერთადერთი,
მიუსაფარი...
ჩემი საფარი მხოლოდ ცა არის,
ფრთამოტეხილი ჩიტი ვარ და...
ვერ ვაგნებ ბუდეს,
ამიზიდნია ნიკოფსიით მაღალი ზღუდე,
ახლა კი ველი შეწევნას და ღმერთისგან ნუგეშს...
ფრთამოტეხილი ჩიტი ვარ და...
არ გაშრა ცრემლი, -
ქცეულა გუბედ!
ნუთუ შიგ მელის დახრჩობა და
დარჩენა ფსკერზე?!
ფრთამოტეხილი ჩიტი ვარ და...
ვერ ვაგნებ ბუდეს,
ამწიეთ მაღლა,
გავშალო ფრთები,
ცა მელოდება და
ლურჯი მთები!
მიუსაფარი...
ჩემი საფარი მხოლოდ ცა არის,
ფრთამოტეხილი ჩიტი ვარ და...
ვერ ვაგნებ ბუდეს,
ამიზიდნია ნიკოფსიით მაღალი ზღუდე,
ახლა კი ველი შეწევნას და ღმერთისგან ნუგეშს...
ფრთამოტეხილი ჩიტი ვარ და...
არ გაშრა ცრემლი, -
ქცეულა გუბედ!
ნუთუ შიგ მელის დახრჩობა და
დარჩენა ფსკერზე?!
ფრთამოტეხილი ჩიტი ვარ და...
ვერ ვაგნებ ბუდეს,
ამწიეთ მაღლა,
გავშალო ფრთები,
ცა მელოდება და
ლურჯი მთები!
Saturday, May 2, 2015
თურმე სხვა გორის ყოფილხარ
შენი ალერსი მწყუროდა,
შენ მიმზერ თითქოს შორიდან,
გეძახდი, შენთან მინდოდა,
ჩემს დარდს ცრემლებით მოგიტან.
ნუგეშს ველებზე ვეძებდი,
ტურფა ყვავილებს ვეტრფოდი,
ხან ბარში ჩავიმუხლავდი,
ხან მთაში ნისლად ვკრთებოდი.
მაგრამ საშველი ვერ ვნახე,
შენ ისევ მიმზერ შორიდან,
სიტყვა არ გესმის ქართული,
თურმე სხვა გორის ყოფილხარ.
შენ მიმზერ თითქოს შორიდან,
გეძახდი, შენთან მინდოდა,
ჩემს დარდს ცრემლებით მოგიტან.
ნუგეშს ველებზე ვეძებდი,
ტურფა ყვავილებს ვეტრფოდი,
ხან ბარში ჩავიმუხლავდი,
ხან მთაში ნისლად ვკრთებოდი.
მაგრამ საშველი ვერ ვნახე,
შენ ისევ მიმზერ შორიდან,
სიტყვა არ გესმის ქართული,
თურმე სხვა გორის ყოფილხარ.
Subscribe to:
Posts (Atom)