Sunday, February 15, 2015

დედას ყვავილები (ჩანახატი)

   ის დილით ადრე დგებოდა, ყვავილებს რწყავდა, ლოგინებს ამზეურებდა, ბალიშებს ბერტყავდა, ყველა ნივთს ეფერებოდა, რაც დედისგან დარჩა, საღამოს ისევ რწყავდა ყვავილებს, ქოთნებს უცვლიდა გაზაფხულზე, მზრუნველი ხელი არ მოაკლდეთო.        ყვავილებიც სიყვარულით პასუხობდნენ, ყვაოდნენ ზამთარ-ზაფხულ წითლად, ყვითლად, თეთრად, უღიმოდნენ, თითქოს დედა უღიმოდა საიქიოდან.

Saturday, February 14, 2015

შენი ღიმილის ფერადებია

შენი ღიმილის ფერადებია,
რომ დამალეწა გულის კარები,
სურვილი ისე მომძალებია,
ქარაფებიდან თავით დავეშვი.

Friday, February 13, 2015

მაქცია

ხანდახან ფერი ეცვლება სახეს,
ის თავის ნამდვილ არსებას ავლენს...
მონსტრს დაუპყრია გონება, სული,
გულზე სიავის ატყვია ხნული.
ის ანგელოზის ღიმილით გვამცნობს,
რომ ხალხის ბედი სხვასავით აკრთობს,
ახალ მთვარეზე იბრუნებს სახეს
და თავის ნამდვილ ბუნებას ამხელს...
ღამით ნადირობს, გლეჯს და სადილობს,
სისხლისმწოველი დილით არტისტობს,
ჩვენში გამოჩნდა ბევრი მაქცია
და დააწესა ყველგან სანქცია...
ალბათ ქვეყანა მან დააქცია!

უსახელო გმირებს!

სანგარში მსხდარმა, თავდახრილებმა,
დავთმეთ ცხოვრება, რომელიც გვერგო,
ზოგჯერ სიკვდილი უფრო მეტია,
გამარჯვებების გაიტანს ლელოს.
სახელი ჩვენი არავინ იცის,
დროის ფურცლები ამაზე დუმან,
ვერ მოარიდებთ თვალებს ყორღანებს,
განსასვენებელს ვპოულობთ უბრად.
მოხუცის გვერდზე ახალგაზრდაა,
მონატრებია მას დედის ნანა,
იქნებ ხანდახან მაინც უმღეროთ,
გულის სიღრმეში სევდასა მალავს.

Wednesday, February 11, 2015

ზღვისფერ თვალებში

ზღვისფერ თვალებში ზღვისფერი სევდა,
ზარებსა რეკავს, ზარებსა რეკავს,
მაგრამ გარშემო ბოგინობს ქარი
და ზღვის ნაპირზეც არავინ არის.

Saturday, February 7, 2015

Притча

Задала я волку вопрос,
Почему у тебя глаза врозь,
Как то мелкие, таится в них злость,
А длинные клыки и хвост,
Удивил весь белый свет,
Он мне мудрый дал ответ:
Видны в глазах печаль и грусть,
Небо знаю  наизусть,
Томит душу лунный свет,
А за ним идет рассвет,
Лучи солнца никчему,
Кусок урвать и так смогу.
Подтираю все хвостом,
И не виден мелкий взлом,
Вот и мелкие глаза,
Зубы рослы, Господа!

Friday, February 6, 2015

მე არ მასვენებს

მე არ მასვენებს მომავლის შიში,
ქვესკნელ-ზესკნელში კიბეებს ვითვლი,
ძნელი ყოფილა ზევით აფრენა, -
- დარღვეულ ქვეყნის იქცე ნაკერად.
მიტომ ვტანჯულვარ ათასი ფიცით,
დავეძებ მახათს სამშობლოს ხნისთვის,
ნეტავ, შემეძლოს დიდხანს დარჩენა,
შევძლო დარღვეულ ქვეყნის გაკერვა.