მე ვერაფერი დავწერე,
შენ რომ გინდოდა, ვერც ის,
კალამი სისხლში ვაწე მე,
ფიციცა ვჭამე ვერცხლის.
გადავიარე იორზე,
ფეხი დავკარი რიონს,
სიტყვა სულ ერთი ფიორი,
მინდა მთასავით ვზიდო.
,,აი იაა", რაც მიყვარს,
ჩემი ლოცვა და ღმერთიც,
ბაბუაჩემის ამ თიხას, -
ჩამოვქნი, ლექსად გეტყვი...
მაია დიაკონიძე
9.05.2026 წელი
ფიორი. ყოვლის რისამე უმცირესი
No comments:
Post a Comment