ფეხს რომ ვარიდებ ყვავილებს,
ვაჟავ, სულ შენი ბრალია...
გიგლა ჭინჭარაული
***
მეც ეგრე ვტირი ბავშვივით,
ასეთი საწყალი გული
ჩემი ყოფილა არჩივი,
იას ვეფარვი, არ მოკვდეს,
არ შეაფრინდეს ქარცივი,
ვაჟას ლექსები მაცოცხლებს,
ბედს მომდურავი არწივი....
მაია დიაკონიძე
ლიზა ოსურის კომენტარი
დეკავ -- კლდეების სამშვენო,
ტოლს არ დაუდებ იასა,
შენს საფერებლად მოვდივარ,
ფეხზე ავიბამ წრიაპსა...
გზა-გზა გვირილებს შევაქებ,
აღმა ავყვები ნიავსა...
არც ლექსი გამომივიდა,
ვინ ჩასწვდეს ვაჟას წიაღსა!..
ნაუცბათევი ექსპრომტი ლექსის წაკითხვის შემდეგ...
პატივისცემით.
No comments:
Post a Comment