Friday, April 11, 2025

ყვავილს ფეხი თუ დავადგი (ეძღვნება ვაჟა-ფშაველას), ლიზა ოსურის კომენტარით

 ფეხს რომ ვარიდებ ყვავილებს,

ვაჟავ, სულ შენი ბრალია...

გიგლა ჭინჭარაული
***
ყვავილს ფეხი თუ დავადგი,
მეც ეგრე ვტირი ბავშვივით,
ასეთი საწყალი გული
ჩემი ყოფილა არჩივი,
იას ვეფარვი, არ მოკვდეს,
არ შეაფრინდეს ქარცივი,
ვაჟას ლექსები მაცოცხლებს,
ბედს მომდურავი არწივი....
მაია დიაკონიძე

ლიზა ოსურის კომენტარი

დეკავ -- კლდეების სამშვენო,
ტოლს არ დაუდებ იასა,
შენს საფერებლად მოვდივარ,
ფეხზე ავიბამ წრიაპსა...
გზა-გზა გვირილებს შევაქებ,
აღმა ავყვები ნიავსა...
არც ლექსი გამომივიდა,
ვინ ჩასწვდეს ვაჟას წიაღსა!..
ნაუცბათევი ექსპრომტი ლექსის წაკითხვის შემდეგ...
პატივისცემით.

No comments:

Post a Comment