ლექსები
Wednesday, April 16, 2025
სახუმარო
სახუმარო
გინდა თქვი და გინდ ნუ იტყვი,
ტყუილად დამრჩა შაირობა,
ვერას იზამ მარტო სიტყვით,
ვერ
აღნიშნავ ბაიობას.
გინდა თქვი და გინდ ნუ იტყვი,
კაცს ვერ ვხედავ, მოგისმინოს,
საჭმელს გარე ეძებს ციყვი,
რომ ოჯახი დაირჩინოს.
ქვეყნის ბედი რომ დღეს წყდება,
არ ადარდებს ვახოს, ნინოს,
ბუს რომ დიდი თავი ება,
დაიბარეს, მან იტიროს.
მაია დიაკონიძე
16.04.2025 წელი
No comments:
Post a Comment
Newer Post
Older Post
Home
View mobile version
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment