,,ძაღლის თავი სად მარხია?!"
საუკუნის ახლის ითქვა,
ჯერ ვერ ვხვდები მიზანს მზიანს,
,,ძაღლის თავი სად მარხია?!"
გადავლილა ყველგან ჯაგი,
უპატრონო სამარხია,
აღარ შემხვდა კაცი მარგი,
,,ძაღლის თავი სად მარხია?!"
სიცრუე და ორპირობა
ადვილად დასანახია,
გატეხილი ჩანს პირობა,
,,ძაღლის თავი სად მარხია?!"
ჰე, ძალებო, ზესთა-ზეთა,
განა, ტყუილი ამაგია,
ზარებს ჩამოჰკარით მცხეთას,
,,ძაღლის თავი სად მარხია?!"
მაია დიაკონიძე
8.09.2024 წელი
ფრაზა – „ძაღლის თავი სად მარხია“, როცა საიდუმლოებით მოცული ამბის ამონახსენს ვეძებთ, ვცდილობთ მის გამოცნობას .
No comments:
Post a Comment