ავტ. მაია დიაკონიძე,
ქ. თბილისი, წერეთლის გამზ. 99 ა, ბინა 25, ტელ. 551080607
შეხვედრა
ქალი და კაცი
გვერდიგვერდ ისხდნენ ავტობუსში.
- მოგწონთ, ქალბატონო, მზიან ადგილზე ჯდომა? - ჰკითხა მამაკაცმა.
ქალმა თავი დაუქნია. კაცი ახალგაზრდა იყო, შავგრემანი,
- არაბს ჰგავს, - გაიფიქრა ქალმა.
- მძღოლი ვარ, მანქანაში ჰაერის ტემპერატურა ყოველთვის 22 გრადუსი უნდა მქონდეს. მენატრება მზე.
- სადაური ხარ? - ჰკითხა ქალმა.
- ქართველი, - მოულოდნელი იყო პასუხი.
- მეც ქართველი
ვარ, - ის იყო ქართულად უნდა დაეწყო ლაპარაკი,
კაცმა შეაჩერა:
- იოაკამიძე იყო დიდი პაპა. 1820 წელს ბათუმიდან სტამბულში გადაასახლეს..
პაპა-ბებია აქ ჩამოვიდა ვენაში, მაგრამ უკან დაბრუნდნენ. დედ-მამა დარჩა, აქ გავიზარდე.
- ქართული იცი?
- რამდენიმე სიტყვა, დედ-მამამ კარგად იცის. წელს ბათუმშიც ვიყავი. ცოლიც თურქი ქართველი მყავს.
ქალი ჩასვლისას გერმანულად დაემშვიდობა.
- ნახვამდის, - ქართულად უთხრა კაცმა.
ცაზე მზე თბილად
იღიმებოდა, მაგრამ ქართული მზის მცხუნვარება მონატრებოდა ორ ქართველს.
No comments:
Post a Comment