Friday, February 20, 2026

რომ მას სიყვარული ჰქვია (სატრფიალო)

 რომ მას სიყვარული ჰქვია

აღარც ლექსი, აღარც ფლირტი,
ღია ცის ქვეშ ღამისთევა,
ნუთუ ახლა კიდევ იტყვი,
რომ ეს გული გრძნობის ტყვეა.
ზოგჯერ კვდება, როგორც ჩიტი,
რომ ესროლეს საფანტ-ტყვია,
ამის მერე კიდევ იტყვი,
რომ მას სიყვარული ჰქვია?..
როგორც ნისლი ქრება მთებში,
ფერმკრთალდება ბევრი გრძნობა,
მდინარედ რომ ჰქუხდა ხევში,
ჭას ვერ უწევს პაექრობას.
გადაცრეცილ კლდის ქიმს მოჰგავს,
სინანულის ცრემლი დასდის,
ასე ქრება ზოგჯერ გრძნობა,
რუხ კვამლივით ცაში ადის.
მაია დიაკონიძე
18.02.2026 წელი

No comments:

Post a Comment