საბავშვო ლექსები
ხატი, ხატი, ხატია,
არ იცი, რომ მარტია?!
გიჭყუტუნებს თვალებში,
მზე, ცაზე რომ ხატია.
მაია დიაკონიძე
19.02..2025წელი
--------------------------
ჩამოქსოვა ფარდაგი
ჭერზე ბობა-ბებიამ,
ობობები პაწია
ჭერზე ეკიდებიან.
- მოგვიქსოვე ჰამაკი,
ბებოს ეხვეწებიან.
მაია დიაკონიძე
19.02, 2025 წელი
---------------------
- ფიჩხი ფიჩხი, შეამატეთ, –
გაიძახის ბაბუა,
- ეს ბუხარი, როგორც მათე,
ლაპარაკობს ქართულად.
ტკარცალებენ ხის წიწვები,
- გათბი!!! - სიტყვა იციან,
- მათე, ხომ არ დაიწვები? -
ცეცხლის ხელებს იწვდიან.
მაია დიაკონიძე
19.02.2025 წელი
----------------------
- ატა-ბატა, ბატა-ატა,
ვერაფრით ვერ გვითხრა -კატა,
ახლა იწყებს ლაპარაკს,
თინათინი პატარა.
მაია დიაკონიძე
19.02.2025 წელი
No comments:
Post a Comment