ახლოა ცა ფიროსმანის
მიყვარს ვან-გოგი, მიყვარს სეზანი,
ცა დანახული იმათი თვალით,
,,მაჯნუნიანი" მიყვარს ნიზამის,
მაგრამ ახლოა ცა ფიროსმანის,
მხრებზე მაწვება ამ ზეცის თაღი,
ხელზე დამყურებს ვით ქირომანტი,
მარწმუნებს, სხვაგან წასვლა რომ არ ღირს.
მაია დიაკონიძე
30.03.2025 წელი
No comments:
Post a Comment