Saturday, March 22, 2025

პოეზიის ძალა

 პოეზიის ძალა

მთვარე ხარ და თითქოს მიჭერ
შენი მზერით, სხივ-კავებით,
ამ ლურჯ ზეცას, - თავზე დიდ ჭერს,
ზედ ჰკიდია ვარსკვლავები.
ჭრიჭინებენ, ყურებს მჭრიან
ჭრიჭინები ა კაპელით,
ქარის ისმის რია-რია,
ვარდს დაუბამს აქ საბელით.
შეყვარებულს ამ ყვავილზე,
უსტვენია, როგორც ბულბულს,
ვხედავ თვალით, ვით ქალი მზე,
ვარდი იშლის ფურცელ-ბულულს.
და ამ ჯადოსნური ჯოხით,
პოეზიის მიპყრავს ქნარი,
დავემსგავსე სიბრძნით ოდინს,
ლექსი ვარ და ლექსად გცანი.
მაია დიაკონიძე
22.03. 2025 წელი
ოდინი - პოეზიის, მაგიის, სიბრძნის, სამართლიანობის ღმერთი სკანდინავიურ მითოლოგიაში

No comments:

Post a Comment