ციკლიდან: ,,სატრფიალო"
სიყვარული სიგიჟეა
სიყვარული სიგიჟეა, ხშირად წერენ,
და მეც ვფიქრობ, ჭეშმარიტთან არის ახლოს,
ოქროს ყანად გადააქცევ მტკაველ ახოს.
ამბობენ, რომ დედამიწას ატრიალებს,
მის გარეშე არ ექნება სუნი ვარდსაც,
უკან რჩება გზები ცრუ და სატიალე,
თუკი გულით ვინმე ძლიერ შეგიყვარდა.
და სიყვარულს რომ არა აქვს დასასრული,
ვინაც ამბობს, განა ცრუა, მართალია,
უბედობაც ის იყო იმ მებადურის,
რომ დედაბრის სიყვარულში გადარია..
სათხოვარი ერთი ჰქონდა ოქროს თევზთან,
მის სასურველს დედოფლად რომ ეგრძნო თავი,
ამაგისთვის იმ უბედურს ასე ეზღა, -
დამსხვრეული სიყვარულის შერჩა ნავი.
მაია დიაკონიძე
27.07.2024 წელი
No comments:
Post a Comment