Monday, July 8, 2024

სურათის აღწერა (ამირან გოდერძიშვილის გაგრძელებით)

სურათის აღწერა
სადღაც ღრუბელი ატირდა,
ჩამოემხო და გაქრა,
მზემ გამოიხმო ახლიდან,
შემოამატა ამქარს.
ცა დაიფარა ღრუბლებით,
ჰგავდნენ ხუჭუჭა კრავებს,
თითქოს უფალი ზეცაში
ფარას უღებდა კარებს..
მაია დიაკონიძე
8.07.2024 წელი

ამირან გოდერძიშვილი
გაგრძელება:
მოაგელვებდა ღრუბლებზე
თეთრონს—- მმუსვრელი ავთა,
უფლისგან ჩვენთან მოგზავნილ
წმინდა გიორგის ჰგავდა!!!...
მაია დიაკონიძე
8.07.2024 წელი

No comments:

Post a Comment