Wednesday, March 1, 2023

სამშობლოს!

 არ დამიჯერებ?! გაზაფხულის სუნთქვა ხარ ჩემი,

ყვავილთა ველი, ვარდების და იების ბაღი,

სურნელი მთების, ვიოლინოს ნატიფი ხემი,

მერანი ცაში, ფრენისას რომ ვერ იხდენს აღვირს.


შენ ლურჯი ცა ხარ, ატლანტივით გაშლილი მხრებით,

კავკასიონის მწვერვალებზე დაწნული ტაბლა,

მე კი უბრალო მარმარილო, ამ მიწის მტვერი

და მარადიულ სიყვარულზე გიყვები ამბავს.

მაია დიაკონიძე

1.93.2023 წელი







No comments:

Post a Comment