ქალბატონო, იცანი?!
უკვე ანცობს გაზახული,
გამოგზავნა ელჩები,
კოპწიაობს აზნაური,
დადგას უნდა სკეჩები.
გადაისვა ულვაშებზე
ხელი, მერე აწია,
და კოკრები გვითავაზა
ენძელების პაწია.
უკიდია ადუყაფარს,
ჩანთაა თუ ხურჯინი,
ორივ მხრიდან ამოყარა
ყვავილები დუჟინი:
ია, ტიტა, ყოჩივარდა,
ვარდი — ტრფობის მისანი,
შენ რომელი ყვავილი ხარ,
ქალბატონო, იცანი?!
მაია დიაკონიძე
10.03.2023წელი
No comments:
Post a Comment