Friday, July 29, 2022

ქალი ვარდების ბაღში

 მზე დასდგომია ვარდების ბაღებს,

თაკარა სიცხე დულში იწვევს,

თითქოს დაუგეს სიყვარულს მახე,

ვარდიც და კაციც ჩრდილისკენ იწევს.

ვერცხლისფერს უკვე ვერ იტევს თმები,

გული კი მაინც სალაღოდ იწვევს

და კაცისა თუ მზის თვალთა მზერა,

ქალს მისდომია იმ ჩრდილშიც  ისევ.

მაია დიაკონიძე

29.07.2022 წელი


No comments:

Post a Comment