Monday, July 25, 2022

გრიგალი სულში (გაზაფხულის თემა)


გრიგალი სულში
გრიგალი სულში, გახსნილი ვენა,
ბარი მთას გაშლილ მკლავებზე უწევს,
გამოურეკავს ცხვრის ფარა ზენას,
დავიდგამ მხრებზე ფიქრების უღელს.
გულს სიმფონია ბუნების ართობს,
ჭახჭახებს შაშვი, ,,მემენტო, მორი",
მსურს დაგიჭირო სიცოცხლის წამო,
სანამ გავხდები ცასავით შორი.
ყვავილთა ფიფქი ტრიალებს ირგვლივ,
პეპელა მზერას თვალისას ატკბობს,
სითბო გარშემო ღრუბლებად მივლის,
ფრთებს გამოვისხამ, სულ მალე, ვატყობ.
მაია დიაკონიძე
25.07. 2022წელი

No comments:

Post a Comment