Monday, July 12, 2021

ჩემში შემოდის სიყვარულის ლურჯი ნაკადი

ჩემში შემოდის სიყვარულის ლურჯი ნაკადი,
რაც არ მიგრძვნია არასოდეს თითქოს აქამდის,
ოცნების ხიდზე მოხტუნავე პატარა გოგო
დღეს ქალი ვარ და ციხის  სარკმელს ვაწყდები მხოლოდ,
მაგრამ ახლოა ქარიშხალი, რომ მტაცოს ხელი,
ციხე-კოშკიდან გამომიხსნას, ვით ტურფა შველი
და ამიყვანოს მწვერვალებზე, ღრუბლებზე მაღლა,
რომ არ შემჭამოს სევდისა და დარდების მახრამ.

No comments:

Post a Comment