,, ... შორს წასვლამ , გვიან მოსვლამა ,
გულის თვალებით ხედვამა "...
გრძნობა და სიტყვა .ელგუჯა ციგროშვილი
1 . მეც ,, გულის თვალებით "
შევიგრძნობ სამყაროს ,
ნაღდ გრძნობებს , სიტყვებით
ვერასდროს აღწერენ ;
რა გითხრა , ძვირფასო ,
ან რით გაგახარო ,
არ ვიცი , ს ი ტ ყ ვ ე ბ ი
გ უ ლ ა მ დ ე აღწევენ ?
2 . არც კ ა ლ მ ი თ ,
არც ყ ა ლ მ ი თ
არ დაიხატება ,
მოდი , ნუ ვიდავებთ
ერთურთის ჯინაზე ,
ვის ძალუძს , რომ შექმნას
ამგვარი ხატება , ~
ზ ა მ თ ა რ ი რომ ხ ა ტ ა ვ ს
დაორთქლილ მ ი ნ ა ზ ე .
3 . ამ გ რ ძ ნ ო ბ ე ბ ს
ეს გ უ ლ ი , რა საოცარია ,
სად იტევს , დახედავ ,
სულ ერთი მ უ ჭ ი ა ...
გ რ ძ ნ ო ბ ე ბ თ ა ნ დუელში
ს ი ტ ყ ვ ე ბ ი მკვდარია
და მისი ტ ყ ვ ი ე ბ ი ,
სუყველა ფ უ ჭ ი ა .
4 . ამ ლექსზე , ნურავინ
ნუ იტყვით აუგებს ,
მე არვის არ ვეტყვი :
,, მ ი ყ ვ ა რ ხ ა რ ძალიან ! "
თუ გიყვარს , გული გულს
ყოველთვის გაუგებს ,
ს ი ტ ყ ვ ე ბ ი ? სიტყვისთვის
მაგ დროს ვის სცალიან ? !
ელგუჯა ციგროშვილი .
ქ . თესალონიკი.
15 აპრილი , 2016 წელი .
No comments:
Post a Comment