Thursday, October 29, 2026

თუ არ იქცევა ლექსი ბებუთად!

 თუ არ იქცევა ლექსი ბებუთად,

რომ გახსნას წყლული სავსე ბალღამით,
რომ ააკვნესოს კვლავ ძველებურად
ფერდგაცვეთილი დროის არღანი.
დამცვივა ცრემლი თვითუნებურად,
გავყვები ქუჩებს ნისლის ნაკადის,
თუ არ იქცევა ლექსი ბებუთად,
რომ გახსნას წყლული სავსე ბალღამით.
მაია დიაკონიძე
29.10.2026 წელი

No comments:

Post a Comment